ნანა თავართქილაძის ბლოგი
,,ვეფხისტყაოსანი" სენაკი
- ჩემ შესახებ
- შემაჯამებელი წერა
- ,,სამშობლოთმცოდნეობა" სენაკში
- სასწავლო ციფრული რესურსები
- ჩემი კვლევა
- ინტეგრირებული გაკვეთილები
- სამოდელო გაკვეთილები
- „ხუთშაბათობები“ ანუ მკითხველის დღე
- პროექტები
- დოკუმენტური ფილმები
- ვიდეოგაკვეთილი
- რესპუბლიკური კონფერენციები
- გარე დაკვირვება
- USAID G.PRIED - გაკვეთილის გეგმები
- კოლეგებთან თანამშრომლობა
- ევროპის ფორუმი
- სერთიფიკატები
- ქართული ენისადმი
- ვაჟა 150/160
- სავალდებულო გაკვეთილები
- Egrisi TV -საავტორო გადაცემა ,,საუბრები ლიტერატურაზე"
- აკაკი 180
- აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
- ჯემალ აჯიაშვილი
- საზაფხულო სკოლა
- ქართულ-გერმანული პროექტი
- კომპლექსური დავალება
- ურთიერთობა მშობლებთან
- ილია 185
- მოსწავლეთა საერთაშორისო კონფერენცია
- ,,ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელები"
- ლონდონის საერთაშორისო კონფერენცია (VI, VII,VIII, IX, X)
- მოსწავლეთა პროფესიული ორიენტაციისათვის
- ,,ვეფხისტყაოსანი" სენაკში
- პუბლიკაციები
- სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები
- ანა კალანდაძე 100
- თეატრალური ფესტივალი
- ქსელური პროექტი ვაჟა 110
- ჟიული
- ,,განათლება - გზა ხსნისა"
მასწავლებლის ოჯახში გავიზარდე, დედა მყავდა პედაგოგი. მოგეხსენებათ, გოგონები ბაძავენ დედას და მეც მთელი ბავშვობა მასწავლებლობანას ვთამაშობდი. მერე ლეგენდა - მასწავლებლის მერხთან მოვხვდი - ოზურგეთის 1-ლ საჯარო სკოლაში ქართულს ანა ბერძენიშვილი მასწავლიდა. მისმა არაჩვეულებრივმა გაკვეთილებმა გადაწყვეტილება მიმაღებინა.
პედაგოგობა უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავიწყე. გურიისა და სამეგრელოს სკოლებში, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სოფლად და ქალაქად. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია ის, რომ ზუსტად ვიცი იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმ საქმეს ვაკეთებ, რასაც უნდა ვაკეთებდე. ტკივილამდე მიყვარს ჩემი საქმე და საგანი, რომელსაც ვასწავლი. მოსწავლეები გრძნობენ ჩემს დამოკიდებულებას და გადაედებათ ხოლმე სიყვარულიც და პასუხისმგებლობაც. აგრეთვე, მიმაჩნია, რომ გამომდის სასწავლო პროცესში იმ მოსწავლეების ჩართვაც, რომლებიც საკუთარ ინტერესს ვერ უკავშირებენ სასწავლო პროცესს. ვახერხებ ყველა მოსწავლის მოტივაციას. არასოდეს მქონია უმნიშვნელო გართულებაც კი მათთან ურთიერთობაში და ეს კეთილგანწყობილი, მეგობრული, ნდობასა და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა მეხმარება სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებაში.
სწავლებისას მრავალფეროვანი, ინტერაქტიური, ორიგინალური მეთოდები სასიამოვნოსა და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აისახება შედეგებზეც. განსაკუთრებით მომწონს პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, რომელიც, გარდა ზემოთ აღნიშნულისა,ავითარებს 21-ე საუკუნის უნარებს, ხელს უწყობს მოსწავლეებში ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლებას, რომლებიც ამზადებს მათ სწრაფად ცვალებადი, მრავალფეროვანი სამყაროსთვის, ასწავლის განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთნილებისა და კულტურის ადამიანებთან ურთიერთობას. ღირებულებითი განათლების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისთვის დავგეგმე და განვახორციელე რამდენიმე პროექტი.
Подписаться на:
Комментарии (Atom)

