,,ვეფხისტყაოსანი" სენაკი

„ხუთშაბათობები“ ანუ მკითხველის დღე



90-იან წლებში, ოზურგეთში, როცა მე დამწყები მასწავლებელი ვიყავი, ქალბატონ კლარა გურგენიძის (ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდისტი) ინიციატივით ფუნქციონირებდა დამწყებ მასწავლებელთა საკრებულო „მთიები“. ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს ვიკრიბებოდით (ჩვენი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით) სხვადასხვა სკოლაში გამოცდილ მასწავლებლებთან, გვიზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას, გვწვრთიდნენ. ამ შეხვედრებს „ხუთშაბათობები“ ერქვა, ილიას „ხუთშაბათობების“ მსგავსად. ჩემი პროექტის სახელწოდება „მთიებს“ დავესესხე.





ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას წიგნიერების განვითარება პრიორიტეტულია.ჟიული შარტავას სახელობის მე-2 საჯარო სკოლის VΙΙΙ კლასში (მასწავლებელი-ნანა თავართქილაძე) ბიბლიოთეკარ თამარ წერეთელთან ერთად დაიგეგმა პროექტი -„ხუთშაბათობები“ ანუ მკითხველის დღე.
მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად (მათი ინტერესებისა და გემოვნების გათვალისწინებით) არჩევენ ლიტერატურას და კითხულობენ. ვიკრიბებით ყოველი თვის ბოლო ხუთშაბათს და წაკითხულ წიგნზე მასწავლებლის შერჩევით საუბრობს 4-5 მოსწავლე.მათ წინასწარ მიცემული აქვთ 5 საკითხი:1.რატომ უნდა წავიკითხო ეს წიგნი; 2.რას იტყვით მთავარ გმირზე; 3.რა არის ავტორის უმთავრესი სათქმელი; 4.რა მასწავლა ნაწარმოებმა; 5.რა გავიგე ავტორზე. წიგნის პრეზენტაციის შემდეგ თანაკლასელები კითხვებს უსვამენ პრეზენტატორს.
პროექტის მთავარ მიღწევად მიგვაჩნია ის,რომ გვაქვს მაქსიმალური ჩართულობა. დაინტერესდა და კითხვა დაიწყო კლასის ყველა მოსწავლემ. ზურა აივენჰოზე (უილტერ სკოტი) საუბრობს, ლიკა - მონტესუმას ასულზე (ჰენრი რაიდერ ჰაგარდი), ბარბარე - ანა-ფრანკზე ვახო - უთავო მხედარზე (მაინ რიდი), გიორგი - საიდუმლო კუნძულზე (ჟიულ ვერნი)...
პროექტი მოსწავლეებში წიგნიერებასთან ერთად წერისა და მართლმეტყველების, აგრეთვე, ანალიტიკური აზროვნების საჭირო უნარებსაც ავითარებს.