,,ვეფხისტყაოსანი" სენაკი

ჯემალ აჯიაშვილი

 სსიპ ჟიული შარტავას სახელობის ქ. სენაკის #2 საჯარო სკოლაში ჩატარდა პოეტის, მთარგმნელის, საზოგადო მოღვაწის ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის ბატონ ჯემალ (სიმონ) აჯიაშვილის ღვაწლისადმი პატივმიგების საღამო. ლიტერატურულ საღამოში მონაწილე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა კიდევ ერთხელ გააცოცხლეს ჯემალ აჯიაშვილის შემოქმედება, წაკითხულ იქნა მისი პოეტური კრებული ,,100 ლექსი“ . შუასაუკუნეების ებრაული პოეზიისა და სხვა მთარგმნელობითი საქმიანობიდან ნაწყვეტები, გაანალიზდა ჯემალ აჯიაშვილი, როგორც მედიუმი ქართულ-ებრაულ და ებრაულ-ქართულ კულტურათა და ადამიანთა თანაარსებობის თანამშრომლობის ნიმუში. პედაგოგებმა საზოგადოებას წარმოუჩინეს პოეტის ბავშვობისა და ოჯახის კეთილშობილების მაგალითები. დარბაზი აღტაცებული იყო ბატონი ჯემალის შემოქმედებისა და მოღვაწეობის სიდიადით. ლიტერატურულ საღამოს წარმართავდნენ X-XI კლასის მოსწავლეები : ლიკა კაცაძე. ნინო დგებუაძე. მარი ბარამია. ქრისტინე აბაკელია. ნინო ჩიქობავა. ლუკა კაცაძე ანრი გვასალია. სესილი სირია. ჯემალ აჯიაშვილის შესახებ ანალიტიკური მასალა წარმოაჩინა სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ლუარა ჯიქიამ. ასევე მონაწილეობდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრები ქალბატონები: გულსუნდა ხუბულავა. ნანა თავართქილაძე. ლიანა გვასალია. აღტაცება და მადლიერება გამოხატეს ქალბატონებმა: ირმა კუპრეიშვილმა და თეა ფუტკარაიამ. ესწრებოდნენ: რესურსცენტრის წარმომადგენლები ქალბატონი თამთა ელიავა და ბატონი ლაშა გრიგოლია. სამადლობელი სიტყვით მოსწავლეებს, პედაგოგებს და სტუმრებს მიმართა სკოლის დირექტორმა ბატონმა დემნა ჭანტურიამ.












2025 წელი