,,ვეფხისტყაოსანი" სენაკი

ვაჟა 150/160

 საიუბილეო გაკვეთილი 




 საიუბილეო გაკვეთილი - ვაჟა 160



რესურსები გაკვეთილისთვის

 

შატილელმა და სენაკელმა მოსწავლეებმა ერთმანეთს თავიანთი კუთხეები გააცნეს

 























რეფლექსია

ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ერთობლივი გაკვეთილი შედგა. პარტნიორად ალუდა ქეთელაურის სოფლის - შატილის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქალბატონი თამილა ნადირაშვილი შევარჩიე, რომელიც სიხარულითა და ენთუზიაზმით შემომიერთდა. აღმოჩნდა, რომ შატილის სკოლაში სულ 5 მოსწავლეა, გაკვეთილს კი მხოლოდ 3 ესწრებოდა. სენაკიდან პროექტში მონაწილეობდა ქალაქის საჯარო და კერძო სკოლებიდან შერჩეული 16 წარჩინებული მოსწავლე. კოლეგასთან თანამშრომლობამ უდიდესი სიამოვნება მომანიჭა და კარგი გამოცდილება შემძინა. თამილა მასწავლებელმა საინტერესო ინფორმაციები გაგვაცნო ალუდას პროტოტიპზე, ხევსურთა წეს-ჩვეულებებზე, მოსწავლეებმა კი ვიდეორგოლი მოგვიმზადეს შატილზე და პერფორმანსი ტექსტიდან. სენაკელმა მოსწავლეებმა თავიანთი ქალაქი გააცნეს თანატოლებს. მთისა და ბარის ერთობა ნაყოფიერი გამოდგა. საგაკვეთილო პროცესი საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეები აზროვნების მაღალი დონით, თამამი დასკვნებითა და მიგნებებით გამოირჩეოდნენ.

მადლობას გიხდით თანადგომისა და პროექტის მხარდაჭერისათვის:

სენაკის მუნიციპალიტეტის მერს -- ლევან კუპრეიშვილს;

განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსს - -გივი მისაბიშვილს

ამავე სასმსახურის მთავარ სპეციალისტს - - -ირმა კუპრეიშვილს;

სენაკის რესურსცენტრის ხელმძღვანელს - - დარეჯან ზარანდიას;

წმ. ალექსი შუშნიას სახელობის მართლმადიდიებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორს -- - ნინო ჯანჯღავას მასპინძლობისათვის;

2019 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრს, ჩვენს მენტორ-მასწავლებელს - უტა კილასონიას ტექნიკური დახმარებისათვის;

ქალაქის საჯარო და კერძო სკოლების დირექციებს;

 პროექტში მონაწილე მოსწავლეებს:

1-ლი საჯარო სკოლის - ანამარია კინტირაიასა და მარიამ ბესელიას;

მე-2 სკოლის - ნინი ჯღამაძეს, გიგი შურღაიასა და ვატო გრიგოლიას;

მე-3 სკოლის - ლიკა ჩიჩუასა და ნინო პირტახიას;

მე-7 სკოლის - ანი გნოლიძესა და გიგი ყურაშვილს;

აფხაზეთის მე-7 სკოლის - ნათია ჯანაშიასა და თაკო ჩუხუას;

მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის - ნინო ძიგუასა და დავით ჯოჯუას;

სკოლა-მარიოტას - ნინო კუჭავას;

სკოლა-ლიცეუმის - ილია რეკვავასა და საბა ხუბუას.



რომ არა თქვენი თანადგომა პროექტი ვერ შედგებოდა.



ასევე, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საპატიო სტუმრებს:

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტს -- -მაია ინასარიძეს;

პროექტის -ასწავლე საქართველოსთვის მენეჯერს - - -ლალი წიკლაურს;

ამავე პროექტის კოორდინატორს - - თამთა ნაცვალაძეს;

დუშეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელს - - დავით ოსეფაშვილს.

 

    მინდა გაცნობოთ, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომითა და დაფინანსებით ვაპირებ საიუბილეო პროექტის შემდეგი ეტაპების განხორციელებას: ორკვირიან საზაფხულო თემატურ სკოლას მე-11 კლასელი წარჩინებული მოსწავლეებისათვის და, ასევე, თემატურ ექსკურსიას შატილში, რომელითაც საიუბილეო გაკვეთილში მონაწილე მოასწვლეები დაჯილდოვდებიან. იმედი მაქვს წარმატებით განვახორციელებთ ქალაქის მერიისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით.

      აგრეთვე, ვგეგმავ საერთაშორისო ვებინარს გერმანიაში მცხოვრებ ჩემს ყოფილ მოსწავლესთან  მაკა აბშილავასთან ერთად. რომლის მიზანია ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია საზღვრებს მიღმა და სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისათვის მონატრებული ქართული სიტყვის გაგონება.

      კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა თანადგომისა და თანამშრომლობისათვის.