საზაფხულო თემატური სკოლა „არიფიონი“
2021
ბობოქარი
მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველ მწერალთა ლიტერატურული გაერთიანება შეიქმნა, რომელიც
„არიფიონის“ სახელითაა ცნობილი. სახელწოდება „ვეფხისტყაოსნიდან“ აუღიათ: „უსენ არიფი
მეფისა და მეფეც მასთან მჯდომელი“; არიფი თანამესუფრეს, თანამეინახეს ნიშნავს. „არიფიონი“ კი ევროპული მრგვალი
მაგიდის ქართული ანალოგია. ეს გაერთიანება აშკარად დაუპირისპირდა საბჭოთა სინამდვილეს.
არიფიონელები იყვნენ მიხეილ ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, გალაკტიონ ტაბიძე და სხვა
სასიქადულო მამუმიშვილები. პროექტის სახელწოდება ლიერატურულ გაერთანებას დავესესხეთ.
I სეზონი ეძღვნება ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 180 წლის იუბილეს
პროექტის ხელმძღვენელი ჟიული შარტავას სახელობის
#2 საჯარო სკოლის
ქართული
ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნანა
თავართქილაძე
სენაკის მუნიციპალიტეტის მერს
ბატონ ლევან კუპრეიშვილს
ჟიული შარტავას სახელობის #2 საჯარო სკოლის
ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელ
- ნანა თავართქილაძის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილეს აღსანიშნავად, თქვენი და საგანმანათლებო რესურსცენტრის მხარდაჭრით,
დავგეგმე ერთობლივი, მრავალმხრივი პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის შატილის საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ - თამილა ნადირაშვილთან ერთად. პროექტის 1-ლი ეტაპი - საიუბილეო გაკვეთილი წარმატებით ჩატარდა.
მეორე ეტაპზე დაგეგმილი მაქვს ორკვირიანი საზაფხულო
თემატური სკოლა ივლისის მეორე ნახევარში. სკოლა გათვლილია 25 მოსწავლეზე
(პროექტის გეგმა წარმოდგენილი მაქვს). პროექტში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქის საჯარო
და კერძო სკოლების მეთერთმეტეკლასელი წარჩინებული მოსწავლეები. შატილელ მოსწავლეებს
სტუმრად მოვიწვევთ (სულ 4 მოსწავლეა) პარტნიორ მასწავლებელთან ერთად.
პროექტის
მესამე ეტაპზე - სექტემბრის მეორე ნახევარში
საიუბილეო გაკვეთილში მონაწილე მოსწავლეებს წავიყვან შატილში, პარტნიორ სკოლაში
თემატურ ექსკურსიაზე და მათთან ერთად მოვაწყობ „გველისმჭამელის“ განხილვას. პროექტი შემეცნებითია და ხელს შუწყობს ქალაქის წარჩინებულ მოსწავლეებს
ვაჟა-ფშაველას შმოქმედების ღრმად და საფუძვლიან შესწავლაში.
გთხოვთ
მხარდაჭერას პროექტის დაფინანსებასა და განხორციელებაში. საიუბელეო პროექტის იდეა მოეწონათ სტუმრებს: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ქართული ენისა და ლიტერატურის ექსპერტ-კონსულტანტს ქ-ნ მაია ინასარიძეს, პროექტის
- „ასწავლე საქართველოსთვის“ მენეჯერს ქ-ნ - ლალი წიკლაურს, ამავე პროექტის კოორდინატორს
- ქ-ნ თამთა ნაცვალაძეს. საქართველოს მთისა და ბარის მასწავლებელთა პარტნიორული თანამშრომლობა
და ერთობლივი პროექტი ექსკლუზივია ქართულ საგანმანათლებლო
სივრცეში. ამიტომ, გარდა იმისა, რომ პროექტი ბუმბერაზი მწერლის იუბილეს ეძღვნება, ორმხრივად
არის ფასეული. მაქვს თქვენი გულისხმიერებისა და ახალგაზრდებისადმი მზრუნველობის იმედი. წინასწარ უღრმესი მადლობა. პატივისცემით
პროექტის ავტორი (ნანა თავართქილაძე)
საზაფხულო-თემატური პროექტის განხორციელების გეგმა
პროექტის ავტორი
და ხელმძღვანელი: ჟიული
შარტავას სახელობის #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი -
ნარგიზ (ნანა) თავართქილაძე
განმახორციელებელი
ორგანიზაცია:
პროექტის სათაური: საზაფხულო თემატური სკოლა „არიფიონი“
ბობოქარი მე-20 საუკუნის დასაწყისში ქართველ მწერალთა
ლიტერატურული გაერთიანება შეიქმნა, რომელიც „არიფიონის“ სახელითაა ცნობილი. სახელწოდება
„ვეფხისტყაოსნიდან“ აუღიათ: „უსენ არიფი მეფისა და მეფეც მასთან მჯდომელი“; არიფი თანამესუფრეს,
თანამეინახეს ნიშნავს. „არიფიონი“ კი ევროპული მრგვალი მაგიდის ქართული ანალოგია. ეს
გაერთიანება აშკარად დაუპირისპირდა საბჭოთა სინამდვილეს. არიფიონელები იყვნენ მიხეილ
ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, გალაკტიონ ტაბიძე და სხვა სასიქადულო მამუმიშვილები.
პროექტის სახელწოდება ლიტერატურულ გაერთანებას დავესესხეთ.
„მარად ჩვენი თანამედროვე“ - ვაჟა
160
თემის შინაარსი:
პროექტი ეძღვნება ვაჟა-ფშაველას იუბილეს. შესაბამისად, დიდი პოეტის შემოქმედების უკეთ
გასაცნობად, გაეცნობიან მე-19 საუკუნის საქართველოს რეალობას, სამოციანელების მოღვაწეობას,
ვაჟას როლს ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში,
გამოიყენებენ ქართული ლიტერატურის გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნას, გაეცნობიან მათთვის
ჯერ უცნობ ნაწარმოებებს, გაიღრმავებენ ცოდნას ქართულ ენასა და ლიტერატურაში, იმუშვებენ პრობლემატიკაზე, ვაჟას პოეტურ ენაზე.
შეისწავლიან ვაჟას ლექსებზე შექმნილ სიმღერებს,
დახატავენ ლიტერატურულ გმირებს, მოაწყობენ
გამოფენას, მოინახულებენ პოეტის სახლ-მუზეუმს ჩარგალში.
პროექტის
პირველ ეტაპზე ჩატარდა საიუბილეო გაკვეთილი,
რომელშიც ჩემთან და სენაკელ მოსწავლეებთან
ერთად მონაწილეობდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის ქართული ენისა და ლიტერატურის
მასწავლებელი - თამილა ნადირაშვილი სკოლის 4 მოსწავლესთან ერთად. ამჟამად შატილის სკოლაში
სულ 5 მოსწავლეა. გაკვეთილი წარმატებით და საინტერესოდ ჩატარდა. მთისა და ბარის ერთობა ნაყოფიერი გამოდგა. სურვილი გამიჩნდა საზაფხულო სკოლის პროექტში მოვიწვიო
შატილელი მოსწავლეები და პარტნიორი მასწავლებელი.
ასევე, ვგეგმავ
მესამე ეტაპს: სექტემბერში საიუბულეო გაკვეთილში მონაწილე მოსწავლეებს წავიყვან თემატურ ექსკურსიაზე შატილში და დამეგობრებულ
მოსწავლეებთან ერთად მოვაწყობთ „გველისმჭამელის“ განხილვას.
საგანი: ქართული
ენა და ლიტერატურა
ინტეგრირებული საგნები: სიმღერა, ხატვა,
ფიზიკური კულტურა
განხორციელების
დროის ჩარჩო:
ორი კვირა: 19.VII – 30.VII
დონე/კლასი: XI კლასი, (სენაკის I,II,III,VII,V საჯარო სკოლების
წარჩინებული მოსწავლეებისათვის, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილის მოსწავლეები და მასწავლებელი - მოწვევით ), სულ
25 მოსწავლე.
თემის საფუძვლები:
ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 160 წლის იუბილე.
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები: ქარ.XI.5,
ქარ.XI.6,
ქარ.XI.7,
ქარ.XI.8.
პროექტის ბიუჯეტი:
3 000 (სამი ათასი) ლარი.
საზაფხულო
- თემატური სკოლა „არიფიონი“
დანართი #2
პროექტის სათაური: „მარად
ჩვენი თანამედროვე“
ვაჟა 160
განხორციელების
პერიოდი: 26.VII
– 30.VII 2021წ.
პროექტის მთლიანი
ღირებულება ლარში:
3 000 (სამი ათასი ლარი)
პროექტის ბიუჯეტი:
წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზია -150
ლარი;
კომუნალური გადასახადები: 100 ლარი;
მასწავლებელთა ხელფასები: 400 ლარი;
მომმარაგებლის,
ბუღალტრის, დამლაგებლის, დაცვისა და მზარეულის ხელფასი: 450 ლარი;
კვების თანხა: 950
ლარი;
საკანცელარიო ხარჯები: 50 ლარი;
პანდემიასთან დაკავშირებით საჭირო სადეზინფექციო საშუალებები:
50 ლარი;
ტრანსპორტირება, სასტუმრო 850 ლარი.
პროექტის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
თარიღი: 14.07.2021.