,,ვეფხისტყაოსანი" სენაკი

ჩემი კვლევა

    პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის      ანგარიში


C:\Users\admin\Desktop\წერა.jpg


              

  საკვლევი თემა:  ენობრივი ნორმების რღვევა    (მორფოლოგიურ - ორთოგრაფიული შეცდომები) წერით    ნამუშევრებში მე-7 კლასში




              სსიპ ჟიული შარტავას სახელობის სენაკის #2 საჯარო სკოლის

                 ქართული ენისა და  ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი - 

                                              ნარგიზ (ნანა) თავართქილაძე



2019 წელი

სენაკი  4100


 სარჩევი


შესავალი 4

საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალობის დასაბუთება 5

პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები (ჰიპოთეზები): 6

საკვლევი კითხვები: 6

კვლევის მიზანი 7

კვლევის ამოცანები: 7

პრაქტიკული კვლევის არსი 7

თავი I 9

ლიტერატურის მიმოხილვა 9

თავი II 19

კვლევის დიზაინი 19

2.1 სამიზნე ჯგუფიკვლევაში მონაწილე რესპონდენტთა რაოდენობა: 19

2.2  კვლევის მეთოდების შერჩევა 19

2.3.  მონაცემთა ანალიზი 19

თავი III 23

კვლევის შედეგები (მონაცემთა ანალიზი) 23

3.1.  გამოკითხვის შედეგების ანალიზი  (მასწავლებლები: ქართული ენისა და    ლიტერატურის, უცხო ენის) 23

3.2.  გამოკითხვის შედეგების ანალიზი (მოსწავლეები) 23

3.3  გამოკითხვის შედეგების ანალიზი (მშობლები) 24

3.4. ჩართული დაკვირვების შედეგები 24

თავი IV 25

ინტერვენციები და მისი შეფასება 25

4.1.  შესაძლო ინტერვენციები 25

4.2. განხორციელებული ცვლილებები 25

4.3. ინტერვენციების შედეგები 27

თავი V 28

მიგნებები, რეკომენდაციები, თვითკრიტიკა და რისკფაქტორები 28

5.1.  თვითკრიტიკა და რისკფაქტორები 28

5.2.   მიგნებები, რეკომენდაციები 28

დასკვნა 30

გამოყენებული ლიტერატურა: 31

დანართები 33

კვლევის რეფლექსია 48


        

                                                     შესავალი


     ჯერ კიდევ მე-19- ში ბრძანებდა ილია ჭავჭავაძე: „სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენი მშობლიური ენის მიწასთან გასწორებას.  ენა საღვთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს“ (1. ილია, გვ. 311).

      ენის სიწმინდეზე ზრუნვა ყოველი ადამიანის მოვალეობაა. მითუმეტეს, რომ ქართული ენა ჩვენი მოსწავლეებისათვის არა მარტო მშობლიური  ენაა, არამედ  სწავლების ენაცაა, რომელზედაც ყველა საგანს სწავლობენ. წერის სწავლება  კითხვასა და ზეპირმეტყველებასთან ერთად, ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია.  ამავე დროს, დახვეწილი მართლწერა, მართლმეტყველებასთან ერთად, ამაღლებს მათი წიგნიერების დონეს. წიგნიერება კი, ერთერთი გამჭოლი კომპეტენციაა, რომელიც, ტრადიციული გაგებით,  გულისხმობს კითხვის, წერის, მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით ენის გამოყენების უნარს. ამ ცნების შინაარსი დღეს უფრო ფართოა: წიგნიერება, თანამედროვე გაგებით, „არის ცვალებად კონტექსტში კითხვის, ინფორმაციის დამუშავების, იდეებისა და მოსაზრების გამოთქმის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემის მოგვარების  უნარი იმ                                                                        ცოდნის საფუძველზე, რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს“(3.„გამჭოლი კოპმპეტენციები“ესგ, 2011,32). ამდენად, ამ უნარის განვითარება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე ძალიან მნიშვნელოვანია.                                 

       მშობლიური ენის სწავლებას პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს.  იგი ემსახურება მართლწერის, ორთოგრაფიული, სტილისტური და პუნქტუაციური ჩვევების ჩამოყალიბებას მოსწავლეებში, რაც მათი ზეპირი  და წერითი მეტყველების დახვეწას უზრუნველყოფს. 

       სკოლაში ეყრება საფუძველი ქართული ენის ბუნება-აგებულების, მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითადი საკითხების შესწავლას, სათანადო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. მოსწავლეებს წერის საბაზისო უნერებთან ერთად თანდათანობით უვითარდებათ წერილობით აზრის გადმოცემის , ნაწერის გადამუშავებისა და რედაქტირების  და, ზოგადად, წერით სწავლის უნარები. რაც წინაპირობაა იმისა, რომ მოსწავლე შეძლებს საკუთარი შთაბეჭდილებების წერილობით გადმოცემას, წერის ეფექტური სტრატეგიების  გამოყენებას, წინადადების გამართულად აგებას, მართლწერის ძირითადი წესების დაცვას...

      წინამდებარე ნაშრომი არის პრაქტიკული კვლევის ანგარიში, რომელშიც გამოკვეთილია პრობლემები, რომლებიც სასკოლო განათლების საშუალო საფეხურზე ქართული ენის სწავლებას, კერძოდ, წერითი კომუნიკაციის დახვეწას ახლავს თან, რომლებიც აფერხებს მოსწავლეებში წერის კულტურის ამაღლებას.   ამავე დროს, მცდელობაა სწავლების თეორიისა და პრაქტიკის უახლესი მიღწევებისა და თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნათა გათვალისწინებით, პრობლემის მოგვარების ოპტიმალური გზების მოძიებისა.  


საკვლევი საკითხის მიმოხილვა და მისი აქტუალობის დასაბუთება


    კვლევის საფუძველი გახდა მოსწავლეთა წერით დავალებებში მართლწერის ნორმების ინტენსიური რღვევა. შემაჯამებელ, თუ საკლასო-საშინაო წერით ნამუშევრებზე დაკვირვებისას, შეცდომების კლასიფიკაციით (მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული, სინტაქსური, პუნქტუაციური შეცდომები,სტილისტური ხარვეზები  ( იხ. დანართი 1-ლი) დავადგინე, რომ შეცდომების მეტი წილი მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული იყო. დავიწყე ფიქრი იმაზე, თუ რა იყო მიზეზი წერაში დაშვებული შეცდომებისა: თეორიული მასალის არცოდნა თუ პრაქტიკული  გამოცდილების ნაკლებობა. რა ფორმისა და შინაარსის უნდა იყოს დავალებები, რომ  თეორიული მასალის უკეთ ათვისებითა თუ პრაქტიკული ვარჯიშის გზით დავხვეწოთ წერის ნორმები. 

      თემის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ მართლწერის საკითხების ეფექტური სწავლება მოსწავლეთა აზროვნებას, ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურას ავითარებს, რაც, თავის მხრივ, ქართული ენის სალიტერატურო ნორმების დაცვისა და წერითი კომუნიკაციის ამაღლების მნიშვნელოვანი პირობაა. გარდა ამისა, მართლწერას საფუძვლად უდევს მოვლენათა კარგად გაანალიზება, გრამატიკის ცოდნა, რაც ხელს უწყობს, ამავე დროს, უცხო ენის შესწავლასაც. არა ერთ უცხო ენის მასწავლებელს, მათ შორის ჩვენი სკოლის მასწავლებლებსაც,  გამოუთქვამს უკმაყოფილება იმის შესახებ, რომ ჩვენს მოსწავლეებს არა აქვთ გრამატიკული კატეგორიების, მართლწერის საკითხების  ელემენტარული ცოდნა, რის გამოც უცხო ენის შესწავლის პროცესში მათთვის რთული ასათვისებელი ხდება ენაში მოქმედი ესა თუ ის წესი. ამდენად, თანამედროვე მოთხოვნები განაპირობებს აღნიშნული პრობლემების მოგვარების აუცილებლობას

პრობლემის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები (ჰიპოთეზები):


  • ერთერთ სირთულედ შეიძლება განვიხილოთ მართლწერის წესების ზერელე ცოდნა;

  • პრობლემას შეიძლება იწვევდეს წერით დავალებებში მართლწერის საკითხებზე ორიენტირებული სავარჯიშოების ხვედრითი წილის სიმცირე;

  • წერითი დავალებების შეფასების რუბრიკებზე მოსწავლეთა მიერ ნაკლები ყურადღების მიქცევა; 

  • გრამატიკული კატეგორიების არცოდნა;

  • დავალება უხარისხოდ შეიძლება შესრულდეს მოსწავლის უყურადღებობის გამო, როდესაც იგი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით წერს;

  • პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს შინაგანი მოტივაციის ნაკლებობა;

  • დროის მენეჯმენტი - შესაძლოა ცოტა დროს უთმობენ წერითი დავალების მომზადებას;

  • არასწორი პრიორიტეტები - მეტ ყურადღებას აქცევენ ლიტერატურას;

  • ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება.


           პრობლემის ზუსტად განსაზღვრისათვის,  ჩამოვაყალიბე 



                         საკვლევი კითხვები:

    

  • რა არის მე-7 კლასის მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში ენობრივი ნორმების რღვევის (მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომების) მიზეზები?

  • როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეთა თეორიული ცოდნა მართლწერის ხარვეზებთან დაკავშირებით;

  • როგორ ავუმაღლო მოტივაცია მართლწერის წესების ასათვისებლად;

  • როგორ შევძლო მოსწავლეთა პროვოცირება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დასანერგად;

  • როგორ უზრუნველვყო მოსწავლეებში მართლწერის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;

  • რომელი აქტივობები და სტრატეგიები დამეხმარება ყველაზე მეტად მოსწავლეებში წერითი კომუნიკაციის დახვეწაში.



კვლევის მიზანი


        მე-7 კლასის მოსწავლეთა წერით ნამუშვრებში ენობრივი ნორმების რღვევის, დაშვებული მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომების გამომწვევი მიზეზების დადგენა, პრობლემის გადაჭრის ოპტიმალური გზების გამონახვა, შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება და მიღწეული შედეგების შეფასება.


სარგებელი: მოსწავლეებში წერის კულტურის დახვეწა, შესაბამისად, წიგნიერების დონის ამაღლება;

კოლეგებში, კვლევის პროცესში, მათი რჩევების გათვალისწინებით,   შედეგების, საკუთარი გამოცდილების  გაზიარებით, თანამშრომლობის კულტურის ამაღლება;

ჩემი, როგორც საგნის მასწავლებლის, პროფესიული ზრდა, ცოდნისა და პედაგოგიური გამოცდილების გამდიდრება, სწავლების ეფექტური გზების მოძიება, ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პრაქტიკაში დანერგვა.

                                                                    

  კვლევის ამოცანები:


  • დაკვირვება ყოველი მოსწავლის წერით ნამუშვარზე;

  • ფოკუს-ჯგუფის შექმნა;

  • მოსწავლეებთან, კოლეგებსა და მშობლებთან  გამოკითხვა-გასაუბრება;

  • მონაცემების კოდირება და ანალიზი;

  • შესაბამისი ინტერვენციების დაგეგმვა-განხორციელება;

  • წერითი ნამუშევრების ხელახალი დაკვირვება;

  • მონაცემების კოდირება და ანალიზი;

  • შედეგებისა და დასკვნების პრეზენტაცია.

                                                                     

                         პრაქტიკული კვლევის არსი


        საკუთარი პრაქტიკის დაკვირვებიდან გამომდინარე, გამოვკვეთე საკვლევი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა მოსწავლეთა წერით დავალებებში მართლწერის პრობლემებსა და მისი გაუმჯობესების გზებს. 

         იაკობ გოგებაშვილი მიმართავდა იმ პირებს, რომლებიც არ ერიდებოდნენ ქართული ენის ხელყოფას და არ ითვალისწინებდნენ წერის თავისებურებებს:  „წერა ერთერთი დედაბოძია განათლებისა და ამ დედაბოძის გამრუდება უვნებლად ვერ ჩაივლის ერის განათლებისათვის... ქართული წერის „ხასიათის შეცვლა და დამახინჯება ჭეშმარიტის საუნჯის გათახსირება და გაფუჭება იქნება“.  ამავე დროს, უწოდებს მას ეროვნული ფსიქიკის თავისებურების ღრმად აღმბეჭდავსა და შემნახველს, ხალხის სულიერი კულტურის ძვირფას მონაპოვარსა და განძს (2. ვ. გაფრინდაშვილი, ინტერნეტ-ბიბლიოთეკა). „დედა ენის“ ავტორისეული მიდგომა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. ეროვნული სასწავლო გეგმის ქართული ენისა და ლიტერატურის ზოგად სტანდარტშიც მითითებულია, რომ „საკუთარი აზრის  წერილობით გადმოცემა, წერის კულტურის ჩამოყალიბება - პიროვნების                                                                       ინტელექტუალური შესაძლებლობების რეალიზაციის აუცილებელი წინაპირობაა. მოსწავლემ უნდა შეძლოს: ინდივიდუალური შემოქმედებითი უნარის გამოვლენა და განვითარება, აზრებისა და დამოკიდებულებების გამოხატვის ენობრივ-სტილისტური საშუალებების  დაუფლება, სხვადასხვა ტიპის ტექსტების შესაქმნელად შესატყვისი სტილის შერჩევა, წინასწარი გეგმის შედგენა, საკვანძო სიტყვების შერჩევა, „შავი“ ხელნაწერის გასწორება-რედაქტირება; იგი უნდა დაეუფლოს აზრის წერილობით ჩამოყალიბების  უნარ-ჩვევებს, აგრეთვე, მკაფიო ხელწერას, მართლწერისა და პუნქტუაციის სავალდებულო ნორმებს“(3. ესგ, კარი III, თავი XI ). მოსწავლემ უნდა შეძლოს, მაგრამ, როგორია რეალური სურათი, უპასუხებს თანამედროვე სასწავლო პროცესი ამ მოთხოვნებს? 

       როგორც ზემოთ აღვნიშნე, სწორედ ეს გახდა ძირითადი საკვლევი საკითხი.    მოგეხსენებათ, კვლევა თანამშრომლობით, კოლექტიურ მიდგომას გულისხმობს, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებულ ქმედებას. პრაქტიკულ კვლევაში  ჩართული  პიროვნებები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს, გამოცდილებას, ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს და აღწევენ სასურველ შედეგებს. ამიტომაც, კვლევაში ჩავრთე ჩემი სკოლის მე-7 კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები, კათედრის წევრები, აგრეთვე, უცხო ენის მასწავლებლები, მე-7 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები.


მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს, ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის მასწავლებლებს, მშობლებსა და მოსწავლეებს თანადგომისა და კვლევაში მონაწილეობისათვის.

თავი I

ლიტერატურის მიმოხილვა


         პრობლემის იდენტიფიცირების  შემდეგ, კვლევის დაწყებამდე , გადავწყვიტე სათანადო ლიტერატურის გაცნობა. თავდაპირველად განვიხილე - ვარლამ თოფურიას „ქართული ენა და მართლწერის ზოგიერთი საკითხი“. მოგეხსენებათ, ვარლამ თოფურია ერთერთი საუკეთესოა ქართული ენის მკვლევართა შორის. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი 1965 წელსაა გამოცემული, ბევრ საყურადღებო მოსაზრებას გავეცანი. 

           პირველ რიგში, „აღმოვაჩინე“, რომ ქართული ენის სიწმინდის დაცვა ყველა დროის პრობლემაა. წიგნის ავტორი გვაცნობს ამ ბრძოლის ისტორიას: XVII საუკუნეში მეფისა და პოეტის  - არჩილის გალაშქრებას ბარბარიზმების ქართული ენიდან აღმოსაფხვრელად. მის საგულისხმო გამონათქვამს  - „მითქვამს ქართულის ენითა, სხვა ენა არ ურევია“, სულხან-საბა ორბელიანის ღვაწლს, რომელმაც ქართული ლექსიკონი „სიტყვის კონა“ შეადგინა. მისი ანდერძნამაგის სიტყვებს: ქართველებს „პატიოსანი ესე წიგნი (ე,ი, ლექსიკონი, ნ.თ.) დაჰკარგოდათ, ენა ქართული თვისთა ნებაზედ გაერყუნათ“ და ამის გამო „ფრიადითა შრომითა და რუდუნებითა“ შეიქმნა ლექსიკონი, „რათა ისწაონ ენა ქართული“. 

          აქვე ვეცნობით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ილიას, აკაკის, იაკობ გოგებაშვილისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის სხვა მოღვაწეთა ბრძოლას „მამათა ბანაკის“ წინააღმდეგ ახალი სალიტერატურო ენის დამკვიდრებისათვის. ავტორი მიანიშნებს, რომ ეს ბრძოლა ახალი, ხალხური ენის დამკვიდრებით დაგვირგვინდა და, რომ ამ ბრძოლას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაში.

           ენათმეცნიერი გვიხსნის რას ნიშნავს ენის სიწმინდის დაცვა - „ესაა დამკვიდრებული ლიტერატურული ენის ნორმების დაცვა, მისი დამახასიათებელი წესების, მართებული სიტყვებისა და გამოთქმების შესაბამისი ხმარება, ბუნებრივი წარმოთქმის გამოყენება. ენის სიწმინდის დაცვა მეტყველების კულტურის თანმხლებია“ (4. ვ. თოფურია, გვ. 6-8). 

         წიგნში ცალკე საკითხადაა განხილული ლიტერატურული ენის ნორმათა დარღვევის მიზეზები. ენათმეცნიერი სწორედ ისე სვამს საკითხსა და უმთავრეს კითხვას, როგორც ეს ჩვენ გვაინტერესებს: „უნებლიეთ იბადება კითხვა: რატომ უნდა იდგეს მართლწერის                                           საკითხები ხანგრძლივი ისტორიის მქონე ლიტერატურულ ენაში, საიდან ჩნდება სადავო საკითხები“?

            სადავო ფორმების ერთერთ წყაროდ ავტორი მიიჩნევს არქაულ ფორმებს, მეორედ კი, კუთხურ ენას, დიალექტებს, რომლებიც პარალელური ფორმების გაჩენასაც უწყობს ხელს. მესამე წყაროდ სადავო საკითხების გაჩენისა, ავტორი სხვა ენების ზეგავლენას, ენობრივი ფორმების სესხებას მიიჩნევს.

             ზოგჯერ, მნიშვნელობათა განსასხვავებლად, ჩნდება პარალელური ფორმები (მაგ., ზრდის და ღზრდის, ღძრავს და ძრავს და ა.შ.) და სიტყვის არასწორი ანალიზი ხდება შეცდომათა წარმოშობის მიზეზი.   აგრეთვე, ენაში არსებული ტენდანცია, ერთი და იმავე მნიშვნელობის სხვადასხვა ფორმა ერთ ფორმამდე დავიდეს, გაერთფორმიანდეს.  „უნიფიკაციის“, ერთნაირად ხმარების ტენდენციითაა გამოწვეული უმართებულო ფორმების ხმარება: უთქვია, დაუბია, წაუკითხია, ჩაუცვია...ნაცვლად - უთქვამს, დაუბამს, წაუკითხავს, ჩაუცვამს... ეს „ია“ დაბოლოება გაჩნდა დაუწერია, გაუტეხია, გაუკეთებია და მსგავს მაგალითთა მიბაძვით, მათთან მიმსგავსებით. მაშასადამე, ფორმათა დამსგავსების ტენდენცია ენის მიდრეკილება გაერთფორმიანებისაკენ არის კიდევ ერთი წყარო შეცდომებისა. 

               როგორც ცნობილია, მწერალი ცდილობს საკუთარი სტილი შეიმუშაოს სამწერლობო ენაში. ამისათვის მიმართავს სხვადასხვა საშუალებებს: არქაიზმების გამოყენებას, ფორმათა შეცვლას, ახალი სიტყვების წარმოქმნას, ამას ემატება ლექსთწყობით გამოწვეული პოეტური ნებისმიერობანი (licentia poetica)  სიტყვათა უჩვეულო შეკუმშვა თუ შეკვეცა, შემოკლება და სხვა. ესეც არის ერთერთი წყარო უმართებულო ფორმების გაჩენისა. 

            მეცნიერი აღნიშნავს, რომ ენაში სიწმინდის დაცვისათვის მნიშვნელობა აქვს მართლმეტყველებას. ზოგჯერ წარმოთქმისას ყველა ბგერა ერთნაირად არ ისმის, სხვა ბგერებთან მეზობლობის გამო: ვწერთ მსგავსი, მაგრამ ვამბობთ - მზგავსი. ბრტყელი ზოგმა შეიძლება სწორად დაწეროს, ზოგმა  - შეცდომით - ბტყელი, პტყელი, რადგან თანხმოვანთა შორის  „რ“ კარგად არ ისმის. ასევეა შურაცხყოფა, ხშირად წერენ შურაცყოფა, „ხ“ იკარგება,  ასევეა ვითარებითი ბრუნვის ნიშანი „ად“, ხშირად წერენ - კაცათ, დიდათ და ა.შ. მაშასადამე, სწორი წარმოთქმა აუცილებელია სწორი მეტყველებისა და წერისათვის. 

             და ბოლოს, არსებითი მიზეზი ენაში არსებული შეცდომებისა, არის ჩვენი დაუდევარი, უყურადღებო მოპყრობა ლიტერატურული ენის ნორმათა დაცვისათვის. ოღონდ აზრი გადმოვცეთ და ზოგს სულერთი ჰგონია როგორ გადმოვცემთ მას  - სწორად, მართებულად თუ არასწორად, უმართებულოდ, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს დედაენას უდარდელად, აგდებულად ვეკიდებით, - ასკვნის ავტორი (4. ვ. თოფურია,  გვ. 38-46).                                                                  

           როგორც ვხედავთ, წიგნში გულდასმით არის გაანალიზებული სადავო ფორმების არსებობის წყაროები. ჩემი მოსწავლეების ნამუშვრების გაანალიზების დროს ეს ყველაფერი დამეხმარება შეცდომების კლასიფიკაციაში, აგრეთვე,  ინტერვენციების დაგეგმვისას.

             ყურადსაღები მოსაზრებები აქვს გიორგი შალამბერიძეს წიგნში: „ქართული სწორმეტყველების სწავლების ზოგიერთი საკითხი“. ავტორი ქართული ენის სიწმინდის დაცვას სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმედ მიიჩნევს. ამ საქმეში დიდი როლი უნდა შეასრულონ სკოლამ, ოჯახმა, მთელმა საზოგადოებამ. „სკოლის მთელი პედაგოგიური კოლექტივი ერთობლივად უნდა მუშაობდეს სწორი ენობრივი გარემოს შესაქმნელად. მოსწავლეებს ადრეული ასაკიდანვე უნდა ჩავუნერგოთ მშობლიური ენის სიყვარული, გამოვუმუშაოთ ენობრივი ალღო, სიტყვის ძალის შეგრძნების უნარი“                                              დედაენის   სიწმინდისათვის ზრუნვა მარტო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა მოვალეობა როდია. ამ საქმეში ფართოდ უნდა ჩავაბათ სკოლის ყველა პედაგოგი, უნდა შევქმნათ  ერთიანი ენობრივი გარემო, მეტყველებიდან განვდევნოთ მახინჯი ფორმები, დავნერგოთ ლიტერატურულად სწორი სიტყვა-გამოთქმები  (5. შალამბერიძე, გვ.9-10).

              ავტორი კონკრეტულ მასალაზე განიხილავს სწორმეტყველების აქტუალურ საკითხებს, ცდილობს ახსნას არასწორი ფორმების წარმოშობის მიზეზები და ასაბუთებს პარალელური ფორმებიდან რომელი გამოვიყენოთ და რატომ.

         საინტერესოა წიგნის წინასიტყვაობაში განხილული საქართველოს მთავრობის მიერ 1979 წლის აპრილში მიღებული დადგენილება „რესპუბლიკის სასწავლებლებში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მდგომარეობისა და გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“ (გაზ. „კომუნისტი“, 13.IV.1979). შენიშნავს, რომ დადგენილებაში ღრმად არის გაანალიზებული ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში მოპოვებული მიღწევები, ამავე დროს ხაზგასმულია, რომ „მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის ცოდნის დონე ჯერ კიდევ დაბალია“. მოსწავლეთა მომზადების დაბალი დონის ერთერთ მიზეზად დასახელებულია ნაკლოვანებები ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა კადრების მომზადება-გადამზადებაში, რისგანაც გამომდინარეობს ზოგიერთი პედაგოგის დაბალი კვალიფიკაცია.  როგორც ვხედავთ, საკითხი აქტუალური ყოფილა მე-20 საუკუნის ბოლო მეოთხედშიც. 

            ვფიქრობ, ჩვენს სკოლაშიც უნდა დაიგეგმოს აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქართლი ენის სიწმინდის დაცვას და რომლებშიც მთელი პედაგოგიური კოლექტივი ჩაერთვება.

        გრამატიკის სწავლების აუცილებლობაზე საუბრობს ქართული ენისა და ლიტერატურის გრიფირებული სახელმძღვანელოს ერთერთი ავტორი - ნათელა მაღლაკელიძე ნაშრომში -  „ქართული ენის სწავლების მეთოდიკა/დიდაქტიკა“.  ავტორი პრაქტიკულ დანიშნულებაზე აკეთებს აქცენტს: „იგი (გრამატიკული მასალის სწავლება ნ.თ.) ემსახურება სათანადო ორთოგრაფიული, პუნქტუაციური და სტილისტური ჩვევების ფორმირებას, რაც, საბოლოოდ, მოსწავლეთა ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის დახვეწისაკენ არის მიმართული. გრამატიკული წესების ცოდნის გარეშე მოსწავლეს უჭირს სიტყვის სწორად დაწერა, სასვენი ნიშნების ხმარება, ფრაზისა და წინადადების   მართებულად აგება,  მაგრამ მიზანია არა ამ წესების მექანიკური გაზეპირება, არამედ, ამ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება. როგორც ანტონ I აღნიშნავს, „ღრამატიკა არს შემძლებლობა მართლ უბნობად და მართებულ წერად“(6. მაღლაკელიძე,101).

               რახან მშობლიური ენის გრამატიკის ცოდნის პრაგმატულ მომენტზე ჩამოვარდა ლაპარაკი, არ შეიძლება არ ვახსენოთ მისი მიმართება უცხო ენასთან. მშობლიური ენის კანონების გააზრება და ცოდნა საფუძვლად ედება ნებისმიერი უცხო ენის შეგნებულ სწავლასაც. „ამგვარად, გრამატიკის კურსის სწავლებას აქვს წმინდა თეორიული (ავითარებს მოსწავლის აზროვნებას, ხდება ენობრივი მასალის ობიექტივაცია), ისე პრაქტიკული მიზნები (ხვეწს მოსწავლის მეტყველებას, ნიადაგს ამზადებს შემდეგ კლასებში გრამატიკის თეორიული კურსის შესასწავლად, ეხმარება უცხო ენის შესწავლას)“.

        წიგნში, ასევე, საუბარია გრამატიკის სწავლების ისტორიაზე. რა მიზნით იქმნებოდა უძველესი ქართული „გრამატიკები“. რომ ისინი „ენის თეორიულ ასპექტში კვლევასთან ერთად წმინდა პრაგმატულ მიზანსაც ისახავდნენ - ესწავლებინათ მოსწავლეებისათვის მშობლიური ენის აგებულება.“ და რომ საქართველოში გრამატიკის სწავლება ოდითგან ითვლებოდა ენის დაუფლების ერთერთ უძველეს კომპონენტად (6. მაღლაკელიძე, გვ. 101)

       შეგვახსენებს იაკობ გოგებაშვილის შეხედულებას: „ქართული ენის გრამატიკის შესწავლა ემსახურება ბავშვის გონების გახსნას, ავითარებს მის გრძნობებსა და აზროვნებას, ხელს უწყობს არამშობლიურ ენათა გრამატიკის კანონების შეგნებულად შეთვისებას“ (6.გვ, 103.).

         საუბარია, აგრეთვე, გრამატიკის სწავლების გზებზე, მეთოდებსა და ხერხებზე. მთელი თავი ეძღვნება ორთოგრაფიის სწავლებას. საგულისხმოა ავტორის შენიშვნა: 

„მართლწერის წესების ცოდნა დიდად უწყობს ხელს ცალკეული სიტყვისა და შესიტყვების ფორმის დაუფლებას, მეტყველების განვითარებას, ნაწერი ვერ იქნება ენობრივად გამართული და წიგნიერი, თუ ის ორთოგრაფიულ შეცდომებს შეიცავს.“ სკოლაში ორთოგრაფიის სწავლების მიზანი მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაა (6. მაღლაკელიძე, გვ.127).

                სიტყვა უნდა დაიწეროს თავისი მორფოლოგიური შედგენილობის დაცვით და ეს პრინციპი ფონეტიკურთან ერთად ძირითადია. ავტორი გვესაუბრება გავრცელებულობის პრინციპზე, რომლის გამო სიტყვამ დროთა განმავლობაში                                                                     

უმართებულო სახე მიიღო. იმასაც აღნიშნავს, რომ ენა, დროთა განმავლობაში, იხვეწება, იცვლება. ის, რაც გარკვეული პერიოდისათვის ნორმას წარმოადგენდა, 

დროის გასვლის შემდეგ, არქაიზმად იქცევა. მაგალითისათვის მე-19 საუკუნის „თაობათა ბრძოლაც“ კმარა. 

          სალიტერატურო ენის დადგენის საკითხები არაერთგზის გამხდარა დავის საგანი. ავტორი გავაცნობს მის პრინციპებს, რომელმაც მოაგვარა მრავალი საკითხი, და რომ მასწავლებლებს დიდ დახმარებას უწევს ორთოგრაფიული ლექსიკონი, თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმები ( 6. მაღლაკელიძე,  გვ. 130).

           ნაშრომში ცალკე თავი ეძღვნება მართლწერის სწავლების საფუძვლებს. „მართლწერის შესწავლის მთავარი ფაქტორებია: გრამატიკული წესის ცოდნა, სმენა, მხედველობა, ხელის მოძრაობის გარკვეული მონაცემები (მოტორიკა). როცა მასწავლებელი მართლწერაზე მუშაობს, ყველა ამ ფაქტორს ითვალისწინებს. საუბარია იმაზე, რომ ამ წესების ათვისება სწავლების დაწყებით საფეხურზე უნდა 

იწყებოდეს. მასწავლებელმა წესების შესწავლამდე უნდა დააუფლოს მოსწავლე მართლწერას პრაქტიკულად. გვთავაზობს სავარჯიშოთა სახეებს მართლწერაში, რომლებიც გამოიყენება როგორც მართლწერის ცოდნის გასამტკიცებლად, ისე მართლწერის ჩვევათა საკონტროლოდაც (6. მაღლაკელიძე, გვ. 138). 

          მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომი სწავლების უფრო დაბალი საფეხურისთვისაა განკუთვნილი, ვფიქრობ, ბევრ საგულისხმო ნიუანსს შეიცავს. წიგნში დასაბუთებულია გრამატიკის სწავლების მნიშვნელობა და კვლევისას ბევრი რამ გამომადგება. აღსანიშნავია ისიც, რომ თუ სწავლების დაწყებით საფეხურზე 

მართლწერის პრობლემას მეტი ყურადღება დაეთმობა, ზედა საფეხურზე უკეთესი მდაგომარეობა გვექნება ამ მხრივ.

              ქართული ენისა და ლიტერატურის გრიფირებული სახელმძღვანელოს ერთერთი ავტორი, ავთანდილ არაბული, ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელთან“ მიცემულ ინტერვიუში  საუბრობს, რომ საბჭოთა სკოლაში გრამატიკის სწავლება თეორიული იყო. წესები, განმარტებები, სავარჯიშოები მხოლოდ იმას ამოწმებდა, რა იცოდა მოსწავლემ. ბუნებრივია, ამ საკითხზე აღარ ვკამათობთ. ყველა თანხმდება იმაზე, რომ მხოლოდ თეორიული ცოდნა არა თუ საკმარისი არ არის, არამედ, უფუნქციო და უმიზნოა. მაგრამ, ვფიქრობთ, ერთი უკიდურესობაა მხოლოდ 

თეორიის შესწავლა და მეორე - მყარი თეორიული საფუძვლის გარეშე პრაქტიკული გრამატიკის დაუფლება. 

               მეცნიერი შენიშნავს, რომ დღეს  ქართულის საათები არც ერთ კლასში არ იყოფა ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებად. „სახელმძღვანელოები ინტეგრირებულია ყველა კლასში, შესაბამისად, სტანდარტი და პროგრამა ისეა შედგენილი, რომ გრამატიკა  საერთო მასალაში იყოს წარმოდგენილი. ამ ინტეგრირებას აქვს როგორც ღირსება, ისე ნაკლიც. ღირსებაა ის, რომ ენობრივი ამოცანები ტექსტობრივ რესურსებს არ სწყდება, ნაკლი კი ისაა, რომ რაც უფრო მაღალია კლასი, მით უფრო მეტია ლიტერატურული ტექსტების რაოდენობა. მასალა ვრცელია და ნაკლები ადგილი რჩება იმ ენობრივი ამოცანების გადასაწყვეტად,                                                                         

რომლებიც არა მხოლოდ პრაქტიკულად, არამედ თეორიულადაცაა მომწიფებული. მშობლიური ენის გრამატიკული სისტემის ცოდნა ხომ ადამიანის განათლებისთვის 

ასევე აუცილებელია. ინტეგრირებული სწავლებისას სისტემური მიდგომა ნაკლებად ხერხდება.

           მასწავლებელმა ენობრივი ამოცანების გადაცემა რომ მოასწროს, კონტიგენტი უნდა ჰყავდეს შეზღუდული. საჯარო სკოლაში, სადაც კლასში ორმოცი ბავშვია, ძნელია ერთ გაკვეთილში ჩაატიო გამოკითხვაც, ახსნაც და ენობრივი საკითხებიც. მასწავლებელი დროში ვერ ეტევა და გრამატიკა გერის როლში რჩება... ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება გარდამავალი პერიოდია და ოპტიმალური მეთოდია შესამუშვებელი“ (7. არაბული), - დაასკვნის ენათმეცნიერი. 

            ინტერვიუში კარგად არის ჩამოყალიბებული ინტეგრირებული სწავლების ღირსებაც და ნაკლიც. „გრამატიკის გერის როლში ყოფნა“ ნამდვილად არის ერთერთი უმთავრესი მიზეზი წერაში არსებული ხარვეზებისა. ჩემ  მიერ ჩატარებულ კვლევაში ეს მომენტი გასათვალისწინებელია.  

            ხშირად ხდება, რომ მოსწავლე საინტერესო აზრებს გამოთქვამს, მაგრამ იმავე აზრის წერილობით გამოხატვა უჭირს, შენიშნავს მაია ინასარიძე  ინტერნეტგაზეთ „მასწავლებელში“ გამოქვეყნებულ სტატიაში და რამდენიმე გასათვალისწინებელ ფაქტორს გვთავაზობს. მათ შორისაა რეგულარული წერა. „თუ გინდა წერო კარგად, წერე ხშირად. ცნობილია, რომ საუკეთესო აზრები ადამიანს წერის დროს მოსდის. რეგულარული წერა კი ამ აზრების უკეთ ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა“. გარდა ამისა, რეგულარული წერა მოსწავლეს წერის ნორმების ათვისებაში შუწყობს ხელს. 

            საინტერესოა, აგრეთვე, ნაწერის გადახედვა და კორექტირება. „წერის პროცესი ჰგავს ხატვისა და ძერწვის პროცესს - თავდაპირველად იქმნება შავი ვარიანტი და მერე იხვეწება.“ ავტორი აქვე გვთავაზობს რეკომენდაციებს, როგორ განვაწყოთ მოსწავლე წერისათვის (8. ინასარიძე).

             მაია ინასარიძის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციებს, - ხშირად, რეგულარულად წერა, ნაწერის გადახედვა, კორექტირება და სხვა, ინტერვენციების დაგეგმვისას გავითვალისწინებ.

             წერის სწავლების გამოცდილების არასახარბიელო მდგომერეობაზე საუბრობს მარიამ გოდუაძე ნაშრომში - „წერის სათავეებთან“. გვაცნობს ქართულენოვან აუდიტორიაში სირთულეების დადგენის მიზნით ჩატარებილი გამოკითხვის შედეგებს (მონაწილეობა მიიღეს როგორც უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, 

ასევე, საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა ასაკი 16-დან 22 წლამდე მერყეობდა, სულ 100-მა რესპოდენტმა). კვლევა ორი მიმართლებით წარიმართა:  ხელისშემშლელი მიზეზების გამოვლენა და იმ ფაქტორების დადგენა, რომელთა საშუალებითაც წერის პრობლემის მოგვარება შეიძლება. შედეგები ასე გადანაწილდა: 

შეკითხვაზე, - შუძლიათ თუ არა წერა, დადებითი პასუხი გამოკითხულთა 25%-მა გასცა, წერის ხელისშემშლელ მიზეზად 100%-მა წიგნიერების დაბალი დონე დაასახელა, გამოკითულთა 97%-მა - ერთერთ ხელისშემშლელ მიზეზად 

თანამედროვე სკოლაში არსებული ვითარება, კერძოდ, წერისადმი გულგრილი დამოკიდებულება“ (9. გოდუაძე, გვ.3).

                აქვე ვეცნობით კვლევის შედეგად გამოკვეთილ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლის წერითი უნარის ჩამოყალიბებაზეც. ესენია: ეროვნული და საზოგადოებრივი კონტექსტი: სახლი, სკოლა, კლასი, სწავლება და გამოცდილება, მოსწავლეთა მიღწევა და წერისადმი დამოკიდებულება, ქცევა. 

            მკვლევარი ყურადღებას მიაქცევს  ევროპელი განმანათლებლების დამოკიდებულებას თავიანთ ქვეყნებში წიგნიერებისა და, კერძოდ, წერის პრობლემებისადმი.  ჩემთვის განსაკუთრებით საყურადღებოა მის მიერ შემოთავაზებული პრობლემის მოგვარების  გზები: თანამედროვე სასწავლო პროცესში მაღალი დონის სწავლების ინდიკატორების გამოყენება. კერძოდ, მასტიმულირებელი სასწავლო გარემოს შექმნა, ეფექტური სასწავლო საშუალებების გამოყენება, მოსწავლე-მასწავლებელს შორის კონსტრუქციული ურთიერთობის ჩამოყალიბება, უკუკავშირის ხარისხის ამაღლება...რომლის შედეგად აუცილებლად მივიღებთ პარტნიორობაზე დამყარებულ, დამოუკიდებელ, მაღალი წიგნიერების დონითა და წერითი ინტელექტით გამორჩეულ მოსწავლეს(9. გოდუაძე, გვ.4).

             გავეცანი კოლეგების კვლევებს მსგავს პრობლებებზე. საინტერესოა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩატარებული კვლევა ქალბატონ ლეილა აბზიანიძის მიერ  - „ენობრივი შეცდომები ქართული ენისა და ლიტერატურის წერით ნაშრომებში იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მაგალითზე“, რომელშიც მკვლევარი ცდილობს მოსწავლეთა წერით ნაშრომებში დაშვებული შეცდომების ყოველმხრივი ანალიზით იმ ნაკლოვანებების 

გამომზეურებასა და აღმოფხვრას, რომელიც ჯერ კიდევ ახასიათებს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებას დღევანდელ სკოლებში. 

            ავტორი მიმოიხილავს მოსწავლეთა წერით ნაშრომებში დაშვებული შეცდომების ძირითად ტიპებს და შენიშნავს: „ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ამოცანა უნდა იყოს მისცეს მოსწავლეს საფუძვლიანი ცოდნა ფონეტიკის, ლექსიკის, გრამატიკის, სტილისტიკისა და ორთოგრაფია-პუნქტუაციის საკითხებზე, აამაღლოს მოსწავლეთა წიგნიერების დონე, გამოუმუშაოს მათ დახვეწილი ზეპირი და წერითი მეტყველება, განუვითაროს ლოგიკური აზროვნება. მდიდარი ქართული სალიტერატურო ენის დაუფლების საფუძველზე მოსწავლეებს აღუძრას ინტერესი ქართული სიტყვისადმი, ქართული ენის გამომსახველობითი საშუალებებისადმი“(10, აბზიანიძე, გვ.149).

           ავტორი შენიშნავს, რომ მოსწავლეები „ყოველ ფეხის ნაბიჯზე“ უშვებენ შეცდომებს, იმიტომ, რომ სკოლები ზემოხსენებულ ამოცანებს ვერ ასრულებენ ისე, როგორც ამას მისგან ქართველი ახალგაზრდების აღზრდისა და სწავლა-განათლების ინტერესები მოითხოვს. იმასაც აღნიშნავს, რომ ყველამ, ვისაც ევალება ამ დიდი 

საქმის ხელმძღვანელობა და სწორი გზით წარმართვა, დროულად უნდა იზრუნოს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში ჯერ კიდევ არსებული სერიოზული 

ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რასაც საფუძველი დაწყებით კლასებში უნდა ჩაეყაროს(10, აბზიანიძე, გვ.150).

                როგორც ვხედავთ, მკვლევარი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის პრობლემებს ხედავს და გადაჭრის გზასაც გვთავაზობს. 

           ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, კერძო მრავალპლანიანი საშუალო სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ფურცელაძე კვლევაში - „ქართული ენის სწავლების პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში“, ქართული ენის სიწმინდის დაცვას „საჭირბოროტო“ პრობლემას უწოდებს ენას,- ერის ინდივიდუალურობის   გამომხატველ უმთავრეს ნიშანს, რომლის დამახინჯება ეროვნულ თითმყოფადობას აცლის საფუძველს. მკვლევარი პრობლემის სათავესა და მოსაგვარებელ გზებს ეძიებს. პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეს, რომელმაც მოზარდს მართლმეტყველებისა და მართლწერის საბაზისო უნარები უნდა გამოუმუშაოს (11. ნ.ფურცელაძე, გვ.168-169).     მკვლევარი მიმოიხილავს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ქართული ენის სწავლების მრავალფეროვან ისტორიას. აღნიშნავს, რომ 2011 წლიდან სამივე საფეხურის ყველა კლასში დაინერგა ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლება, რამაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.  მკვლევარი ფიქრობს, რომ „ენის შესწავლა არ უნდა ხდებოდეს გრამატიკის უგულებელყოფის ხარჯზე, რადგან მის გარეშე ენის სრულყოფილი ცოდნა  წარმოუდგენელია“. თან, ქართლი ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლებისას ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ქმნის არასისტემურობა. გრამატიკა ლოგიკური მეცნიერებაა, ხელს უწყობს  განზოგადების უნარის განვითარებას, 

კონკრეტულიდან აბსტრაქტულ აზროვნებაზე გადასვლას. მკვლევრის აზრით,  „არასისტემური მიწოდება ხელს უშლის ახსნილი მასალის გაგებას და, რაც ყველაზე საყურადღებოა, თუ მოსწავლეს წინასწარი მზაობა არ აქვს ამა თუ იმ საკითხის გასააზრებლად, უჭირს ახალი მასალის აღქმა“ (11. ნ.ფურცელაძე, გვ.170-172).

     შემდეგ, მიმოიხილავს გრიფირებულ სასკოლო სახელმძღვანელოებს და ასკვნის, რომ საშუალო საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლებისას მიღებული გრამატიკული ცოდნა არ იქნება მყარი, საკმარისი და ხანგრძლივი, რათა მოსწავლეები მომზადებულნი შეხვდნენ ეროვნულ გამოცდებს, რომლის ჩასაბარებლად  აუცილებელია გრამატიკული მასალის საფუძვლიანი ცოდნა. სკოლის ძირითადი სახელმძღვანელოთი შეთავაზებული პროგრამა კი ამის 

წინაპირობას ვერ ქმნის. საშუალო საფეხურის მოსწავლეები ერთმანეთისაგან ვერც კი არჩევენ შეცდომებს (რომელი რა ტიპისაა).  სწორედ ესაა ერთერთი მიზეზი იმისა, 

რომ მეთორმეტე კლასში მოსწავლეთა აბსოლიტური უმრავლესობა საგამოცდო პროგრამის მოსამზადებლად რეპეტიტორს მიმართავს. 

         ბოლოს, მკვლევარი გვიზიარებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა შეხედულებების დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგებს - კითხვაზე - „უნდა ისწავლებოდეს ქართული ენა ლიტერატურისაგან დამოუკიდებლად, უნდა 

ეთმობოდეს ცალკე საათ(ებ)ი საშუალო სკოლის მესამე საფეხურზე(X, XI, XII)“? გამოკითხულ მასწავლებელთა 94%-ისა და აბიტურიენტთა 98%-ის პასუხი იყო დადებითი. 

          მკვლევარი გამოსავალს ხედავს თეორიულ მასალაზე დამყარებული გრამატიკის სასკოლო პრაქტიკული კურსის შემუშვებაში,  საშუალო საფეხურის მოსწავლეთათვის სახელმძღვანელოს შედგენაში, მოსწავლეთა და მასწავლებელთა სურვილის გათალისწინებინებაში - ქართულ ენას, როგორც დამოუკიდებელ დისციპლინას, დაეთმოს საათი(11. ნ.ფურცელაძე, გვ.178).

            მკვლევარი, ნათელა მაღლაკელიძისა და ავთანდილ არაბულის მსგვსად, წერაში არსებული პრობლებების ერთერთ უმთავრეს მიზეზად ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ სწავლებას ასახელებს და კვლევის არც თუ მოულოდნელ შედეგებსაც გვაცნობს. 

           სურამის პირველი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნინო მასურიშვილი სტატიაში „ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლების ეფექტური და პრობლემური ასპექტები“ წერს, რომ ინტეგრირებული სწავლება ხელს შეუწყობს მოსწავლის მიერ იმის გაცნობიერებას, რომ სალიტერატურო ენის ნორმები მართლწერისა და მართლმეტყველების ერთადერთი საშუალებაა. როდესაც გრამატიკას დამოუკიდებელ საგნად ასწავლიდნენ, სრული კურსის შესწავლა შეძენილი ცოდნის გამოყენებასა და პრაქტიკულ გააზრებას ვერ უზრუნველყოფდა. მაშასადამე, „გრამატიკას სწავლობდნენ და ასწავლიდნენ გრამატიკისთვის. შეიცვალა საკითხისადმი ასეთი დამოკიდებულება, რაც მისასალმებელია, თუმცა, ახლა სხვა პრობლემამ იჩინა თავი. არსებულ სახელმძღვანელოებში არაორგანიზებულად არის შემოთავაზებული ენის 

საკითხები, მხოლოდ მასწავლებლის პროფესიონალიზმსა და შემოქმედებით უნარზეა დამოკიდებული ენის ინტენსიური კურსის შესწავლა ლიტერატურასთან კავშირში (12. ნ. მასურიშვილი)

            საინტერესოა  ამერიკელი კოლეგების მიერ კვლევებზე დაყრდნობით შემუშავებული მეთოდები, რომლებიც აუმჯობესებენ მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას. წერის სწავლების შესახებ ჩატარებული კვლევები საშუალებას გვაძლევს გავაანალიზოთ, როგორ შეიძლება ასწავლოს მაწავლებელმა მოსწავლეს ესა თუ ის პროცესი. ჰილოქსმა(1986) წერის პროცესის სწავლების ოთხი მიდგომა შეისწავლა:  1.პრეზენტაცია, 2. ბუნებრივი პროცესი, 3. კონცენტრირებული პრაქტიკა, 4. უნარები. 

მათ შორის წერის პროცესის ათვისებისათვის ყველაზე ეფექტური კონცენტრირებული პრაქტიკაა. 

         საქმე ისაა, რომ მოსწავლეებმა ცალკეული კომპონენტები მთლიანი პროცესის კონტექსტში უნდა გაიაზრონ. ამისათვის მასწავლებელმა მათ შესასწავლი პროცესის კომპონენტები და ქვეკომპონენტები უნდა წარუდგინოს. კონცენტრირებული პრაქტიკის დროს უნდა მისცეს სტრუქტურირებული დავალებები, რათა მათი ყურადღება წერის გარკვეულ ასპექტებს მიაპყროს. ასეთი ტიპის დავალებებით 

სწორედ კონკრეტულ კომპონენტზე ან ქვეკომპონენტზე აკეთებს აქცენტს (13. ჯ. მარზანო...გვ.172-173).

          ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება ვთხოვო თხზულების მომზადება, რომლის წერის დროსაც მოსწავლეები ყურადღებას მართლწერის წესების ეფექტურად გამოყენებაზე გაამახვილებენ. ინსტრუქტაჟის მიცემისას გავითვალისწინებ გარკვეულ ასპექტებს, 

მივცემ სტრუქტურირებულ დავალებას: მათ მიერ წერის პროცესში დაშვებული შეცდომების ტიპებს გავუანალიზებ და ვთხოვ ყურადღებით წერონ. თხზულებაზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინონ შეცდომები, რომლებზედაც  ვისაუბრეთ,  გამოიყენონ მართლწერის შესწავლილი წესები.    

          წერის პროცესი ხანგრძლივი და საკმაოდ რთულია. ამავე დროს,  - შემოქმედებითი. მოსწავლეს ამ პროცესში აუცილებლად სჭირდება ნებისყოფა.  დიმიტრი  უზნაძე ბრძანებს: „ყურადღების მერყეობა ნებისყოფის სისუსტეზე მიუთითებს. ნებისყოფის საფუძველი განწყობაა“(14.უზნაძე, გვ.200). მაშასადამე, პედაგოგმა უნდა შეძლოს წერა-კითხვითი ნებისყოფის გამომუშავება მოსწავლეებში. მათი ყურადღების კონცენტრაციისათის საკლასო ოთახში უნდა შექმნას მოსწავლისათის სასურველი განწყობა და მათი დაინტერესება მხოლოდ და მხოლოდ სასიამოვნო ემოციებითა და საინტერესო დავალებებით შეძლოს(14.უზნაძე, გვ.620).

          ხოლო, ბავშვის ფსიქოლოგიაზე საუბრისას ცნობილი პედაგოგი ბრძანებს: ბავშვის განვითარება მხოლოდ აქტივობის პროცესშია შესაძლებელი. სასწავლო პროცესის ეფექტიანობა, პირველ რიგში, სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნას გულისხმობს, რომელიც განსაზღვრავს მოსწავლეთა ჩართვას აქტივობაში(15, უზნაძე, გვ,69). ვფიქრობ, განწყობის თეორია ჩემი კვლევის პროცესში გასათვალისწინებელია. 

           ზემოაღნიშნული ლიტერატურის გაცნობამ და გაანალიზებამ დამარწმუნა ჩემი საკვლევი თემის შერჩევის მართებულობაში. წერის სწავლებაში არსებული 

პრობლემები, გარდა იმისა , რომ ყველა დროისათვის „აქილევსის ქუსლია“ და მისი გამოაშკარავებისა და მოგვარებისათვის ზრუნვა მუდმივმოქმედი, შეუქცევადი პროცესი უნდა იყოს,  ამავე დროს, ერთერთი საშუალებაა მასწავლებლისათვის იყოს მაძიებელი, აქტიურად ჩართული „სწავლა-სწავლების“ მეთოდებისა და საკუთარი პრაქტიკის  დახვეწ

               თავი II                                 

კვლევის დიზაინი


2.1 სამიზნე ჯგუფიკვლევაში მონაწილე რესპონდენტთა რაოდენობა:


  1. სსიპ #2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის 16 მოსწავლე (6 გოგონა და 10 ვაჟი, შემთხვევითობის პრინციპით);

  2. სსიპ #2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატულის კათედრის 4 მასწავლებელი, 2 უცხო ენის მასწავლებელი (ინგლისურისა და რუსულის)

  3. მე-7 კლასის მოსწავლეთა 10 მშობელი (სურვილის მიხედვით);

სულ 32 რესპონდენტი.


2.2  კვლევის მეთოდების შერჩევა


        კვლევის კონკრეტული ამოცანებიდან გამომდინარე, პროცესის სანდოობისა და მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ასევე, საკვლევ კითხვებზე პასუხის გასაცემად,  გადავწყვიტე თვისობრივი (დაკვირვება, დიალოგი, ფოკუს-ჯგუფი) და რაოდენობრივი მეთოდების (წერილობით გამოკითხვა, ანკეტირება) ერთობლივად გამოყენება (16. მეთოდებს გავეცანი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის სატრენინგო მასალაში), აგრეთვე, სტატისტიკის (მოსწავლეთა საშინაო-საკლასო და შემაჯამებელი  დავალებების მონაცემების შედარება), რამაც საშუალება მომცა უფრო სრულად დამენახა შესასწავლი საკითხი. 


2.3.  მონაცემთა ანალიზი


      საკვლევი საკითხის აქტუალობის დასადგენად, ფოკუს-ჯგუფი (ჯგუფური ინტერვიუ) ჩავატარე  კოლეგებთან, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის წევრებთან (მე-7 კლასის მასწავლებლები), აგრეთვე, იმავე კლასის ინგლისურისა და რუსული ენის მასწავლებლებთან, რათა დამედგინა, რამდენად არის პრობლემა გამოკვეთილი მათ გაკვეთლებზე, რას თვლიდნენ თავად პრობლემის მიზეზად და როგორ შეგვეძლო ერთობლივი მუშაობით, თანამშრომლობით მისი დაძლევა. ვისაუბრეთ, ჩავიწერე ინტერვიუ. გავაცანი პრობლემა, ჩემ მიერ შერჩეული კვლევის თემა, მიზანი,  ამოცანები  და საკვლევი კითხვები. მათთან ჩატარებული შეხვედრის

შედეგად, შევჯერდით, რა არის გასაუმჯობესებელი და რა შეიძლება იყოს  აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზი. აღმოჩნდა, რომ მართლწერის 

პრობლემები ჩემს კოლეგებსაც აქვთ. უცხო ენის მასწავლებლები კი თვლიან, რომ მათ გაკვეთლებზე არსებული პრობლემის ერთერთი მიზეზი არის ის, რომ 

მეშვიდეკლასელებმა არ იციან ქართული გრამატიკის საკითხები. შესაბამისად, უჭირთ უცხო ენის გრამატიკულ კატეგორიებში გარკვევა და წერის ნორმების ათვისება.  კოლეგებთან სასუბროდ  წინასწარ მოვამზადე კითხვები (იხ. 

დანართი#2) და მათგან მივიღე კოლეგიალური პასუხები. კოლეგების გამოცდილების გაზიარება კვლევის პროცესში დამეხმარება (იხ.დანართი #3).

             სამიზნე ჯგუფის მოსწავლეებისათვის მოვამზადე დაზოგადი მონიტორინგის ფორმა, რომელიც მოსწავლეებმა კვლევის დასაწყისშიც შეავსეს და ბოლოშიც და ანკეტირების კითხვები (იხ. დანართი #4, #11) - ღია და დახურული. მოსწავლეები გავაფრთხილე, რომ დაცული იქნებოდა ანონიმურობა. ანკეტირებით დავადგინე მოსწავლეთა დამოკიდებულებები პრობლემისადმი, მათი შეხედულებები საკუთარ ცოდნაზე, რას ფიქრობენ, რამდენად ერკვევიან ამა თუ იმ საკითხში. რა თქმა უნდა, გავითალისწინე რისკფაქტორიც, რომ შეიძლება ყველა მოსწავლე არ იყო გულწრფელი. ამიტომაც ჩავრთე კვლევაში თვისობრივი მეთოდებიც. ანკეტირების შედეგები - რომელი მეტყველების ნაწილის მართლწერა უჭირთ, გამოვსახე დიაგრამით (იხ. დანართი#5). 

        ფოკუს-ჯგუფი   (ჯგუფური დისკუსია) VII კლასის მოსწავლეთა მშობლებისათვის. როდესაც შევხვდი მშობლებს, გავაცანი კვლევის მიზანი და ამოცანა. ვთხოვე მონაწილეობის მიღება კვლევაში. 10-მა მშობელმა გამოთქვა სურვილი. ჩემთვის საინტერესო იყო მათთან შეხვედრა, რადგან მაინტერესებდა მათი მოსაზრებები საკვლევ საკითზე. გარდა ამისა, მშობელთა უმრავლესობა  ყოველთის ადევნებს თვალს შვილის სწავლის პროცესს, აკვირდება ხარვეზებს სასწავლო პროცესში, აგრეთვე პროგრესსაც.  

         კვლევის პროგრამის საფუძველზე შევიმუშვე სადისკუსიო გეგმა. მოვამზადე კითხვარი. ვცდილობდი შემექმნა მეგობრული, ღია  ატმოსფერო, ესაუბრათ გულახდილად, ჩართულიყო ყველა.  დისკუსიის დროს ვაკონტროლებდი სიტუაციას ყველა რესპოდენტს ჰქონდა თავისი აზრის გამოთქმის საშუალება. თან  ვცდილობდი პასუხები მიმეღო ჩემ მიერ დასმულ კვლევით კითხვებზე. 

          მეთოდის გამოყენების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშვების  (ინფორმაციის კოდირებისა და ანალიზის) შემდეგ გამოვიტანე დასკვნები, ანუ მივიღე პასუხები ჩემ მიერ დასმულ კითხვებზე:


  • ამოწმებთ თუ არა შვილის მიერ შესრულებულ წერით დავალებებს?

ფოკუს-ჯგუფის უმრავლესობამ დადებითად უპასუხა;

  • აკვირდებით თუ არა შვილის მიერ დაშვებულ შეცდობებს?

აღმოჩნდა, რომ შეცდომებს მშობელთა მცირე ნაწილი აკვირდება. ზოგი აკვირდება, მაგრამ არ იცის როგორ გამოასწოროს საქმე.

  • რას მიიჩნევთ წერის ნორმების რღვევის მიზეზად?


          ფოკუსჯგუფებთან მუშაობა და ანკეტირება დამეხმარა კვლევის სწორად წარმართვაში და კიდევ ერთი თვისობრივი კვლევის მეთოდის - ჩართული დაკვირვების ჩატარებაში, რომელიც მჭირდებოდა, რათა ჩემი უშუალო მონაწილეობით, ბუნებრივ პირობებში აღმექვა საკვლევი საკითხი. მოგეხსენებათ, კვლევის აღნიშნულ მეთოდს სამი ეტაპი აქვს, ერთი კვლევის ფარგლებში განხორციელებული თანმიმდევრული ფაზები: აღწერითი, ფოკუსირებული და შერჩევითი.

           აღწერითი დაკვირვებისას ვაკვირდებოდი ყველაფერს. ვცდილობდი გავრკვეულიყავი არსებულ სიტუაციაში და შემექმნა საერთო წარმოდგენა  იმის შესახებ, თუ „რა ხდება მოსწავლეთა წერით ნამუშევრებში“, ვაკვირდებოდი მათ წერით ნამუშვრებს: საკლასო, საშინაო და შემაჯამებელ  დავალებებს. შეცდომების კლასიფიკაციით ვარკვევდი - რომელი მეტყველების ნაწილის მართლწერა უჭირთ უფრო, რომელ მოსწავლეს რა პრობლება აქვს, აქედან გამომდინარე,  რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტები. ამ ეტაპზევე შევძელი პასუხი გამეცა რიგი შეკითხვებისათვის. წერითი ნამუშვრების ანალიზმა  დამანახა კვლევის კონკრეტული ელემანტები, ის, თუ რაზე უნდა გაკეთდეს ფოკუსირება.

      აღწერითი  დაკვირვების შედეგებიდან გადავედი ფოკუსირებულ დაკვირვებაზე.            

  მისი მიზანი იყო   რისკჯგუფის მოსწავლეთათვის   პრობლემის გამომწვევი მიზეზის დადგენა და პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი ქმედებების შემუშავება.  ვაკვირდებოდი კვლევის კონკრეტულ ელემენტებს:   1. მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომები საშინაო დავალებებში, 2. მართლწერის საკითხების ცოდნა, 3. მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომები შემაჯამებელ ნამუშვრებში,     დაკვირვების საფუძველზე გამოვლინდა კლასში წერითი კომუნიკაციაში არსებული პრობლებები. მოსწავლეებისათვის  შევადგინე და გამოვიყენე მოსწავლეზე ინდივიდუალური დაკვირვების ფორმა, რომელსაც ვავსებდი ყოველი კვირის ბოლოს, ვაფასებდი და ვაანალიზებდი.  

          შერჩევითი დაკვირვების  ეტაპზე ჩემი ინტერესი უფრო დავიწროვდა 2 თვის განმავლობაში ინდივიდუალურად ვაკვირდებოდი იმ მოსწავლეებს, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირდათ (მათ ნამუშვრებში იყო 9-ზე მეტო მორფოლოგიურ-

ორთოგრაფიული შეცდომა). ვინიშნავდი მონიტორიგის შედეგებს დაკვირვების დღიურში (დანართი#12). პარალელურად შევიმუშვე ისეთ აქტივობები, რომლებიც 

 გაზრდიდა მათ მოტივაციას. წერითი დავალებების ანალიზის დროს ვცდილობდი თავად ამოეცნოთ შეცდომები, ერთად ვიხსენებდით შესაბამის მართლწერის წესს, დაფასთან ვასწორებდით შეცდომას.

      

     კვლევის ვადები

  აქტივობა

თებერვალი

  მარტი

  აპრილი

  მაისი

  ივნისი

პრობლემის იდენტიფიცირება

        +





კვლევის

სავარაუდო გეგმის შემუშავება

        +





კითხვარის

დიაგნოსტიკა

        +





მშობელთა კითხვარის დამუშვება და შევსება




      +




მოსწავლეთა

კითხვარის შევსება


      +




ფოკუს-ჯგუფთან  

  შეხვედრა


      +




ინტერვიუ

მშობლებთან

და კოლეგებთან


      +




მონაცემთა ანალიზი


      +




სავარაუდო

ინტერვენციების

განხილვა


      +

    



ინტერვენციების

განხორციელება



      +

      +


ინტერვენციების

შედეგების ანალიზი




      +


პრეზენტაცია

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე

შედეგების გაცნობა





      +



თავი III

                 კვლევის შედეგები (მონაცემთა ანალიზი)


         მოსწავლეთა ნამუშევრების საშინაო-საკლასო და შემაჯამებელი დავალებების მონაცემთა ანალიზით, შეცდომების კლასიფიკაციით  დადგინდა, რომ შეცდომათა მეტი წილი მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულია (იხ. დანართი #1). იმის დასადგენად, რამდენ მოსწავლეს ჰქონდა პრობლემა და რამდენად სერიოზულად იყო საქმე, შევისწავლე ყველა მოსწავლის ნამუშვრები და დავაკვირდი სტატისტიკას, რათა კვლევის შემდეგ ეტაპებზე მენახა აქვთ თუ არა პროგრესი (იხ. დანართი #2).

                    3.1.  გამოკითხვის შედეგების ანალიზი  (მასწავლებლები: ქართული ენისა და    ლიტერატურის, უცხო ენის)  

 

        კოლეგებთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ წერის ნორმების რღვევა მათი პრობლემაცაა და მათი მოსწავლეების უმეტესობაც, სწორედ, მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ შეცდომებს უშვებს. ერთმა მასწავლებელმა გააკეთა აქცენტი პუნქტუაციაზე (იხ, დანართი#3). 

          შეცდომების აღმოსაფხვრელად ქართულის მასწავლებელთა უმეტესობა თხზულებაზე მუშაობს და შეცდომების გაანალიზებას უთმობს დროს(იხ. დანართი #4).    

         უცხო ენის მასწავლებლები კი, წერაში დაშვებული შეცდომების აღმოსაფხვრელად თეორიული მასალის ათვისებასა და ტესტირებებს ამჯობინებენ, შეცდომების მოსწავლეებთან ერთად გაანალიზებას,  ვარჯიშის სისტემატურ ხასიათს.                                                                 

                      3.2.  გამოკითხვის შედეგების ანალიზი (მოსწავლეები)

 

          მოსწავლეთა ანკეტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ წერის ნორმების დაცვას   ცდილობს  44%, დაშვებულ შეცდომებს აკვირდება - 31%, შეცდომების კლასიფილაცია შეუძლია  - 25%-ს(იხ. დანართი #6). მოსწავლეთა აზრით, შეცდომებს უმეტესად უშვებენ  რთული ზმნებისა - 25%  და რიცხვითი სახელის მართლწერაში - 25%, ასევე, -ნაცვალსახელის - 19% (იხ. დანართი #7). მოსწავლეთა უმეტესობა წერის ნორმების რღვევის მიზეზად მიიჩნევს მართლწერის წესების არცოდნას. მართლწერის წესებს კვირაში რამდენჯერმე იმეორებს მოსწავლეთა 32%, კვირაში ერთელ - 50%, არც ერთხელ - 18%. შესაბამისად, მართლწერის წესები კარგად ახსოვს მოსწავლეთა 32% -ს (იმ ნაწილს, რომელიც კვირაში რამდენჯერმე იმეორებს), 50%-ს - საშუალოდ, 18%-ს - ცუდად (იხ. დანართი #8).    

3.3  გამოკითხვის შედეგების ანალიზი (მშობლები)


რესპოდენტთა უმრავლესობა პრობლემას გრამატიკის სწავლების საკითხს (ცალკე საათები რომ არ ეთმობა) უკავშირებს. მათი აზრით, მართლწერის სწავლა შეუძლებელია გრამატიკის გარეშე. 

       ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსწავლეებმა არ იციან მართლწერის საკითხები, რის გამოც ეძნელებათ წერა და არა აქვთ მოტივაცია. მაგალითად, ლიტერატურის გაკვეთილებს ხალისით სწავლობენ. 

       რესპოდენტების ნაწილმა აღნიშნა, რომ მასწავლებელიც ნაკლებ დროს უთმობს ხარვეზების აღმოფხვრას.

 მშობლებთან გასაუბრებისას აღმოჩნდა, რომ შვილის მიერ შესრულებულ წერით დავალებას არ ამოწმებს მშობელთა 60%, დანარჩენი 40% - კი(იხ. დანართი #9). წერით დავალებებში შვილის მიერ დაშვებულ შცდომებს აკვირდება მშობელთა მხოლოდ 30%, 70% - არა(იხ. დანართი #10), ხოლო წერის ნორმების რღვევის მიზეზად მშობელთა უმეტესობა მიიჩნევს ქართული ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებულ სწავლებას - 60%,  აგრეთვე, მართლწერის საკითხების არცოდნას - 30%, ერთმა მშობელმა კი მე დამადანაშაულა(იხ. დანართი #11) - ხარვეზების აღმოსაფხვრელად სათანადოდ არ მუშაობთო.

      3.4. ჩართული დაკვირვების შედეგები


          აღწერითი დაკვირვებისას რეალურად აღმოვაჩნე, რომ წერით ნამუშევრებში დაშვებული შეცდომების მეტი წილი ნაცვალსახელისა და რთული ზმნების მართლწერაზე  მოდის - 31-31%,  უჭირთ  რიცხვითი  სახელის მართლწერაც - 19% (იხ, დანართი #12). 

           კვლევის შედეგების ანალიზმა შესაძლებლობა მომცა დამედგინა, რომ წერაში დაშვებული შეცდომები განპირობებულია:

  • მართლწერის საკითხების არცოდნით;

  • მოსწავლეების დროის არასწორი მენეჯმენტით (ცოტა დროს უთმობენ წესების ათვისებას);

  • ენისა და ლიტერატურის ინტეგრირებული სწავლებით;

  • ჩემ მიერ არასაკმარისი აქტივობების განხორციელებით;

  • მოსწავლეთა უყურადღებობით წერის პროცეში.

 

              თავი IV     

           ინტერვენციები და მისი შეფასება

            4.1.  შესაძლო ინტერვენციები


           წერაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად შევეცადე ისეთი ინტერვენციების დაგეგმვას, რომლებიც ეფექტური იქნებოდა მართლწერის  უნარ-ჩვევათა გამოსამუშავებლად. ყურადღების ცენტრში დავაყენე დღეისათვის აქტუალური „სწავლა-სწავლების“ მოთხოვნები. მოგეხსენებათ, მოსწავლეთა კოგნიტური განვითარების ხელშეწყობა სწავლების უმნიშვნელოვანესი მიზანია: „კოგნიტური განვითარება გულისხმობს მოსწავლეთა აზროვნების შემეცნებითი თუ განსჯის უნარებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებას“(17. ჯანაშია...). თან, ვითვალისწინებდი მოსწავლეთა ასაკობრივ თავისებურებებს, ვადგენდი მათ რეალურ შესაძლებლობებს. შევეცადე მათი მოტივაციის ამაღლებას, საკუთარი ძალების რწმენის ჩანერგვას, მოკლეთ, განწყობის შექმნას.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით დავგეგმე ინტერვენციები: 

  • მინი-ლექცია ქართულ ენაზე;

  •  ვიდეო-გაკვეთილის - „ო, ენავ ჩემო“ - ნახვა

(იხ.https://www.youtube.com/watch?v=HvFV_TTD0Ic&feature=youtu.be);

  • თეორიული მასალის გაცნობა და ტესტირება ნაცვალსახელზე;

  • წერითი ნამუშვრების გაანალიზება სხვადასხვა თვალსაზრისით;

  • წერითი დავალება - თხზულება;

  • მოსწავლეთა მიერ დაშვებულ შეცდომათა ანალიზი და კლასიფიკაცია;

  • აქცენტები ნაცვალსახელის, რთული ზმნებისა და რიცხვითი სახელების მართლწერაზე.

              

                4.2. განხორციელებული ცვლილებები


                 მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების, მათთვის საკუთარი ძალების რწმენის ჩანერგვისა და  ხალისიანი განწყობის შექმნისათვის  მოსწავლეებს ჩავუტარე მინი-ლექცია ქართულ ენაზე, როგორც განსაკუთრებულ ფასეულობაზე. ავუხსენი ჩვენი წინაპრების ფაქიზი დამოკიდებულება დედაენის მიმართ. ვუამბე იოანე ზოსიმეს თხზულების -„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ -შესახებ, გრიგოლ ხანძთელისა და მისი ძმობის ზრუნვაზე - ენისა და ქვეყნის ერთიანობაზე, გავაცანი შუა საუკუნების ავტორთა დამოკიდებულებები ენის მიმართ, რუსთველის შეხედულებები, სულხან-საბას „ლექსიკონი ქართული“, მისი ანდერძნამაგი, მე-19 საუკუნის „დიდი ლაშქრობა“ ენის დასაცავად, ილია ჭავჭვაძის ღვაწლი და გამონათქვამები, იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“  შექმნის შესახებ, ქართულ ენასთან დაკავშირებული სასწაულები (13 ასურელი მამის, ექვთიმე ათონელის), ქართველ პოეტთა ლექსები... ვეცადე ამემაღლებინა მოსწავლეთა პასუხისმგებლობა მშობლიური ენის მიმართ და გამომემუშავებინა მათი დადებითი დამოკიდებულება მართლწერისა და მართლმეტყველების წესებისა და, საერთოდ, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვის მიმართ. 

          2015 წელს მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად, აპრილში, სკოლაში ჩატარებული ქართული ენის კვირეულის დღეებში ჩავატარე პატარა კვლევა კლასში - მართლწერისა და მართლმეტყველების საკითხებზე, რათა საგაკვეთილო პროცესში გამეთვალისწინებინა კვლევის შედეგები. მოსწავლეებს თავადაც გაუჩნდათ სურვილი ჩაეტარებინათ კვლევა - როგორ მეტყველებენ ჩვენი თანაქალაქელები. კვლევის შედეგებზე მოვამზადეთ  სლაიდშოუ - Microsoft Powerpoint-ში, მოსწავლეებთან ერთად დავგეგმე და გადავიღე ვიდეოგაკვეთილი ნაცვალსახელის მართლწერაზე, პროექტი კოლეგებს გავუზიარე მასწავლებელთა მე-3 ეროვნულ კონფერენციაზე (მომხსენებელი). ამჯერად გადავწყვიტე აღნიშნული  ვიდეოგაკვეთილი გამომეყენებინა ერთერთ ინტერვენციად.  სასწავლო ფილმის ნახვის შემდეგ, მოსწავლეებს დავავალე გაემეორებინათ ნაცვალსახელის მართლწერის წესები და მომზადებულიყვნენ ტესტირებისათვის, რომელიც იყო ჩემ მიერ დაგეგმილი შემდეგი ინტერვენცია(იხ, დანართი #13).

           მსგავსი ტესტირება ჩავატარე რთული ზმნებისა და რიცხვითი სახელის მართლწერაზეც.  პერიოდულად, ინტერვენციების განხორციელების პერიოდში, შემქონდა ხოლმე პრაქტიკული სავარჯიშოები. 

               შევისწავლე მართლწერის ჩვევებზე მუშაობის საკითხები კლასში (სამიზნე ჯგუფში). გავაანალიზე წერით ნამუშვრები სხვადასხვა თვალსაზრისით:

  • დავაკვირდი ჩემ მიერ მიცემულ წერით სავარჯიშოებს, როგორი სახით ვატარებ მათ;

  • რა მოცულობით ვაძლევ წერით დავალებებს;

  • რა რაოდენობითაა საწერ ტექსტებში წარმოდგენილი შესასწავლი ორთოგრამები და ა.შ.

     სწავლების პროცესზე დაკვირვებით გამოვლინდა ხარვეზები და სიძნელეები, რომლებიც ხელისშემშლელი ფაქტორია მართლწერის საკითხთა ათვისებაში და აფერხებს სათანადო პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას. 

            შემაჯამებელი წერის ნამუშვრების ანალიზისას შევამჩნიე, რომ შეცდომები მოსდიოდათ თხზულების წერისას. ამიტომ, შემდეგი ინტერვენცია დავგეგმე თხზულების წერაზე.  კვირაში ერთხელ მაინც ვავალებდი მოსწავლეებს საგაკვეთილო მასალაზე თხზულებას.  ნამუშვრების გასწორების შემდეგ, დაფაზე, ვაანალიზებდი მათ მიერ დაშვებულ შეცდომებს. ვცდილობდი ჩამომეყალიბებინა მათთვის კონსტრუქციული დამოკიდებულება საკუთარი თუ მეგობრების შეცდომების მიმართ, მომეპოვებინა მათი ნდობა, შემექმნა თანამშრომლობითი ატმოსფერო. 

          ყურადღება გავამახვილე მოტივაციის შინაგან ფაქტორებზე: წავახალისე, ვთხოვე შეცდომათა კლასიფიკაცია. ნაბიჯ-ნაბიჯ, ხშირი განმეორებით, შეცდომების მათთან ერთად გაანალიზებით გავამყარე მოსწავლეთა თეორიული ცოდნა და ვცადეთ ყურადღებით წერის უნარის განვითარება. 

            ემჩნეოდათ აღმოჩენით მიღებული კმაყოფილება. სიამოვნებდათ აზრის გამოთქმა საკუთარ შეცდომებზე, შეცდომათა ანალიზი და კლასიფიკაცია.

 

             4.3. ინტერვენციების შედეგები


            ინტერვენციების განხორციელებისას ვაკვირდებოდი მოსწავლეებს. ვატყობდი მათ გააქტიურებას, ინტერესის თანდათან გაზრდას. განსაკუთრებით მოეწონათ ვიდეოგაკვეთილი. რამდენჯერმე შევამჩნიე დასვენებებზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ - ვის უკეთ ახსოვდა მართლწერის წესები. მივხვდი, რომ მოსწავლეებს გაეზარდათ შინაგანი მოტივაცია. 

          თითოეული ინტერვენციის შემდეგ კიდევ უფრო იზრდებოდა მათი ინტერესი. მოსწონდათ წერითი დავალებები, თხზულებებზე მუშაობდნენ ხალისით. რომ დამედგინა რამდენად გაუმჯობესდა შედეგები, ჩავატარე მონიტორინგი (იხ. დანართი #13,14). შედეგი საკმაოდ გაუმჯობესებული აღმოჩნდა. 

            ჩემმა კვლევამ გაააქტიურა მშობლები. გაზარდა მათი დაინტერესება, ჩართულობა შვილების დავალებების შესრულების საკითხში. მათთან შეხვედრებისას გაირკვა, რომ ახლა უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას როგორ ასრულებენ წერით დავალებებს შვილები, როგორ წერენ, რა შეცდომებს უშვებენ. 

   თავი V

  მიგნებები, რეკომენდაციები, თვითკრიტიკა და რისკფაქტორები

5.1.  თვითკრიტიკა და რისკფაქტორები


           კვლევის შედეგებმა და გამოყენებული მეთოდების ანალიზმა დამარწმუნა, რომ საკვლევი საკითხის გაანალიზება და პრობლემის იდენტიფიცირება სწორად შევძელი. ინტერვენციებიც მრავალფეროვანი იყო, მაგრამ თავდაპირველად, თზულების წერისას შემექნა პრობლემა. მოსწავლეებში უნდა გამომუშავებინა ნებისყოფა, უნარი - აღმოეჩინათ და გაეანალიზებინათ საკუთარი შეცდომები, ჰქონოდათ მოტივაცია უკეთ წერისა. ამ საკითხის მოგვარებას დროც დასჭირდა და დიდი ძალისხმევაც. 

              მიუხედავად აშკარა დადებითი შედეგებისა და საინტერესოდ დაგეგმილი აქტივობებისა, 2 მოსწავლე მაინც აღმოჩნდა,  ინტერვენციების შემდგომი მონიტორინგისას, რომლებსაც კვლავ სერიოზული პრობლემები აქვთ წერით ნამუშვრებში (9-ზე მეტი შეცდომა). გარდა ამისა, აღმოჩნდა რამდენიმე მშობელიც, მომლებიც საერთოდ ვერ ჩავრთე პროცესში.

          

                  5.2.   მიგნებები, რეკომენდაციები


               კვლევის პროცესში გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ იმისათვის, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა უკეთ წერონ:

  • მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვით გავხადოთ წერის პროცესი საინტერესო, შევუქმნათ მოსწავლეებს განწყობა;

  • დავუთმოთ საათების ნაწილი გრამატიკული საკითხების, მართლწერის წესების ათვისებას;

  • მართლწერის წესებზე მუშობას უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, რა თქმა უნდა, სათანადო პრაქტიკულ სავარჯიშოებთან ერთად;

  • შევიმუშაოთ ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც ეფექტური იქნება მართლწერის უნარ-ჩვევათა გამომუშავებისათვის;

  • ხშირად მივცეთ წერითი დავალებები და მათთან ერთად გავაანალიზოთ შეცდომები, ყურადღება გავამახვილებინოთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ შეცდომებზე;

  • წერის პროცესზე სამუშაო ღონისძიებათა სიხშირე უნდა იყოს მაღალი და უწყვეტი

  • გავააქტიუროთ მშობლები მოსწავლეთა შინ მუშობისას. დაეხმარონ  შვილებს დროის სწორ განაწილებაში, მართლწერის წესების ათვისებაში;

  • ვითანამშრომლოთ კოლეგებთან , გავითვალისწინოთ მათი გამოცდილება, გავუზიაროთ ჩვენი.

დასკვნა


           კვლევაში ნაჩვენებია VII კლასის მოსწავლეთა წერით ნამუშვრებში ენობრივი ნორმების რღვევის მიზეზები და მისი გამოსწორების ეფექტური გზები. პრობლემის იდენტიფიცირების შემდეგ, გავეცანი სათანადო ლიტერატურას. „აღმოვაჩინე“, რომ ენის სიწმინდეზე ზრუნვა ყველა დროის მტკივნეული პრობლემაა, რომლის მოგვარებაზე არაერთ მეცნიერს, მკვლევარს თუ მასწავლებელს უფიქრია.  მათი ნააზრევისა თუ პრაქტიკული ნაბიჯების გაცნობიერება ძალიან გამომადგა კვლევის პროცესში. კვლევაში ჩავრთე  კლასის 16 მოსწავლე, რამდენიმე კოლეგა - ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურისა და უცხო ენის  მასწალებლები, 10 მშობელი.  

          კვლევის სანდოობისა და მაღალი ხარისხით ჩატერებისათვის გამოვიყენე როგორც რაოდენობრივი, ისე თვისობრივი მეთოდები. მონაცემთა ანალიზით, კვლევის შედეგების შეჯერებით, მივაგენი და გამოვკვეთე ის ძირითადი საკითხები, რომლებიც აფერხებენ მოსწავლეებში წერის ნორმების სათანადოდ შესწავლასა და დაუფლებას. დავგეგმე ინტერვენციები, რომლებმაც მოსწავლეების გააქტიურება, მათი მოტივაციის ამაღლება გამოიწვია. აქტივობები, რომლებმაც ხელი შეუწყო პრობლემის მოგვარებას. გაიზარდა მშობელთა ჩართულობაც, ინტერესი შვილების წერითი დავალებების მიმართ, რაც, ასევე, დამეხმარა ინტერვენციების განხორციელებაში. პროცესის სწორად წარმართვამ და განხორციელებულმა ინტერვენციებმა გამოკვეთა შემაფერხებელი ფაქტორები, დამანახა როგორი მიდგომებითა და თანმიმდევრული აქტივობებითაა შესაძლებელი წერაში არსებული პრობლემების მოგვარება.

           კვლევის უმთავრესი შედეგი მოსწავლეთა წერის კულტურის ამაღლებასთან ერთად იყო მიგნებები, ანუ, რეალური გზები წერაში არსებული პრობლემების გადასაჭრელად.  ვფიქრობ, ჩატარებული კვლევის შედეგად  მოსწავლეებმა შეძლეს პრობლემების დანახვაც და გადაჭრაც, უკეთ წერა, შესაბამისად, წიგნიერების  დონის ამაღლება. მე, როგორც მასწავლებელმა, შევძელი სწავლების ეფექტური გზების მოძიება, ინოვაციების პრაქტიკაში დანერგვა, გამოცდილების გამდიდრება, პროფესიული ზრდა. კოლეგებმა, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებით, ავიმაღლეთ თანამშრომლობითი ურთიერთობის კულტურა.


     გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ილია ჭავჭვაძე, კრებული - ქართველი მწერლები სკოლაში, I ნაწილი, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, თბ. 2007;

  2. ვალერიან  რამიშვილი, დედა ენა და მისი სწავლების საკითხები იაკობ გოგებაშვილის მოძღვრებაში, ინტერნეტ-ბიბლიოთეკა: ვილი http://www.webmix.ge/vvi/doc.php?doc=1963;


  1. ეროვნული სასწავლო გეგმა,  კარი III, საგნობრივი პროგრამები, თ. XI, საგნობრივი პროგრამა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, 2011 -  2016 სასწავლო წლები, ელექტრონული ვერსია;

  2. ვარლამ თოფურია, „ქართული ენა და მართლწერის ზოგიერთი საკითხი“, გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი 1965;

  3. გიორგი შალამბერიძე,  „ქართული სწორმეტყველების სწავლების ზოგიერთი საკითხი“, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი 1980;

  4. ნ. მაღლაკელიძე, ქართული ენის სწავლების მეთოდიკა/დიდაქტიკა, თბ., გამომცემლობა ,,მერიდიანი“, 2013; 

  5. ინტერვიუ ავთანდილ არაბულთან, ინტერნეტგაზეთი ,,მასწავლებელი“, 7 ოქტომბერი, 2013;

  6. ინასარიძე მ. (15-07-2013)  „სანამ მოსწავლე წერას დაიწყებდეს“, 17-04-2018, http://mastsavlebeli.ge/?p=2292;

  7. გოდუაძე მ. (03-04-2014) „წერის სათავეებთან,“ 15-05-2018, http://mastsavlebeli.ge/?p=2059;

  8. ლეილა აბზიანიძე, „ენობრივი შეცდომები ქართული ენისა და ლიტერატურის წერით ნაშრომებში იმერეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების მაგალითზე“, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისი

GESJ: Education Science and Psychology 2014;


  1. ნათია ფურცელაძე,  „ქართული ენის სწავლების პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში“ , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის (ქვედარგი - ლიტერატურული ურთიერთობები) პროგრამის დოქტორანტი; კერძო მრავალპროფილიანი საშალო სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

 The 2nd Teacher Conference “University and School”(Problems of Teaching and Education) 6-7 June, 2014. Materials ;

  1. ნ. მასურაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების ეფექტური და პრობლემური ასპექტები, www.blogger.ge, 2012; 

  2. რობერტ ჯ. მარზანო, დებრა ჯ. ფიქერინგი და ჯეინ ი. ფოლოქი, „ეფექტური სწავლება სკოლაში“ სასწავლო გეგმების შემუშავებისა და მენტორობის ასოციაცია, ალექსანდრია, ვირჯინია, აშშ პირველი ქართული გამოცემა, „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი“, 2009;

  3. დიმიტრი უზნაძე, „ზოგადი ფსიქოლოგია“, თბილისი, 1998;

  4. დიმიტრი უზნაძე, „ბავშვის ფსიქოლოგია“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია და დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, თბილისი, 2003;

  5. პრაქტიკის კვლევის დაგეგმვა, წარმართვა და შეფასება (სატრენინგო მასალა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, თბილისი 2016;

  6. ჯანაშია ნ., იმედაძე ნ., გორგოძე ს. „განვითარებისა და სწავლების თეორიები“, თბილისი 2010


                დანართები


        დანართი #1

     მოსწავლეთა წერით ნამუშვრებში დაშვებული შეცდომების  კლასიფიკაცია




                    დანართი #2

             მოსწავლეთა ნამუშევრებში დაშვებული მორფოლოგიურ-         ორთოგრაფიული შეცდომების სტატისტიკური მონაცემები კვლევის დასაწყისში



  • 3 შეცდომა - 3 ქულა

  • 5 შეცდომა - 2 ქულა

  • 9 შეცდომა - 1 ქულა

  • 9-ზე მეტი შედცომა - 0 ქულა





           დანართი #3

                    კითხვები კოლეგებთან სასაუბროდ:

  • თქვენ მიერ მიცემულ დავალებებში უფრო ხშირად რა ტიპის შეცდომებს უშვებენ მოსწავლეები?

  • როგორ მუშაობთ შეცდომების აღმოსაფხვრელად?



                        დანართი #4

                        კოლეგების გამოცდილების გაზიარება: 

  • როგორ მუშაობთ  შეცდომების აღმოსაფხვრელად?


                                              

           დანართი #5


              ანკეტირების კითხვები მე-7 კლასის მოსწავლეებისათვის:

       მოგესალმებით, ვატარებ კვლევას როგორ გავაუმჯობესო მოსწავლეებში წერის ნორმები. მოსწავლეების მონაწილეობა კვლევის პროცესში მნიშვნელოვანია პროექტის წარმატებისათვის. გთხოვთ, გულწრფელად უპასუხოთ კითხვებს:

  • წერითი დავალებების შესრულებისას ცდილობთ  წერის ნორმების დაცვას?

                                  ა)  კი                           ბ) არა

  • აკვირდებით თქვენ მიერ დაშვებულ შეცდომებს?

                                ა)  კი                           ბ) არა


  • შეგიძლიათ დაშვებული შეცდომების კლასიფიკაცია?

                                  ა)  კი                           ბ) არა

  • როგორ ფიქრობთ, უმეტესად რა ტიპის შეცდომებს უშვებთ?

                  ა) მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულს

                   ბ) პუნქტუაციურს

                   გ) სინტაქსურს

                   დ) სტილისტურ ხარვეზებს

  • რამდენად კარგად იცით მართლწერის საკითხები?

          ა) კარგად        ბ) საშუალოდ          გ) ცუდად

  • რას მიიჩნევთ წერის ნორმების რღვევის მიზეზად?

------------------------------------------------------------------------------------

  • მართლწერის წესებს ვიმეორებ კვირაში - 

 ა) ერთხელ        ბ)  რამდენჯერმე          გ) არც ერთხელ

  • მიგიღიათ მონაწილეობა ქართული ენის ოლიმპიადებში?

                             ა)  კი                           ბ) არა

  • როგორ გახსოვთ არსებითი სახელის მართლწერის წესები?

             ა) კარგად         ბ) საშუალოდ           გ) ცუდად

  • როგორ გახსოვთ რიცხვითი სახელის მართლწერა?

              ა) კარგად         ბ) საშუალოდ           გ) ცუდად

  • იცნობთ ნაცვალსახელის მართლწერის წესებს?

  • ა) კარგად         ბ) საშუალოდ           გ) ცუდად

                                                            -34-                                                             

  • იცნობთ რთული ზმნების მართლწერას?

                ა) კარგად         ბ) საშუალოდ           გ) ცუდად

  • აკვირდებით კომპოზიტების დაწერილობას?

                               ა)  კი                           ბ) არ





         დანართი #6


                  მოსწავლეთა ანკეტირების შედეგები 1-ლი



    




                   დანართი #7

                           მოსწალეთა ანკეტირების შედეგები  მე-2

                

                                                                                                                        

           დანართი #8

                 მოსწავლეთა ანკეტირების შედეგები მე-3








      















                                         დანართი #12

                     აღწერითი დაკვირვების შედეგები         

      

  



                                              დანართი #13


                               ზოგადი მონიტორინგის ფორმა


                                                                          კ რ ი ტ ე რ ი უ მ ე ბ ი

     

     მოსწავლის

  გვარი, სახელი

აკვირდება საკუთარ შეცდომებს

არ უჭირს შეცდომების ამოცნობა

იცავს მართლწერის ნორმებს

არ უჭირს შეცდომების კლასიფიკაცია

პროგრესის მონიტორინგი

ჯამური 

ქულა

















         დანართი #14

       მართლწერის საკითხები ნაცვალსახელზე

                 (კითხვები კვლევისათის - 20ქ.)

          ყოველი სწორად შესრულებული დავალება ფასდებას 1 ქულით.

  • რომელია სწორი ფორმა?

  1. ჩემკენ         თუ         ჩემსკენ?

სწორია --------------------

  1.  ჩემ მიერ     თუ        ჩემს მიერ?

სწორია --------------------

  1.  მე და ჩენ შორის       თუ     ჩემ და შენ შორის?

 სწორია -----------------------------

  1. მე და შენი მეგობრობა        თუ       ჩემი და შენი მეგობრობა?

  სწორია -----------------------------

  1. მათ ააშენეს        თუ        მათმა ააშნეს?

 სწორია --------------------

  1. მათმა საქმემ         თუ         მათ საქმემ?

 სწორია --------------------

  1. ჩემს ძმას         თუ       ჩემ ძმას?

 სწორია --------------------

  1. ჩემის აზრით     თუ    ჩემი აზრით?

 სწორია --------------------

  1. თქვენგანი      თუ       თქვენთაგანი?

 სწორია --------------------

  1.  თითოეული ჩვენგანი    თუ     თითეული ჩვენთაგანი?

 სწორია --------------------

  1. იგივემ        თუ       იმავემ?

  სწორია --------------------

  1.  ვინ მოვიდა     თუ    ვინები მოვიდნენ?

 სწორია --------------------

  1.  - რად?          თუ      - რათ?

  სწორია --------------------

  1. თითოეული    თუ    თვითოეული?

  სწორია --------------------

  1. რაღაცები       თუ     რაღაცეები?

   სწორია --------------------

  1. - ვისმე      თუ     - ვისმეს?

  სწორია --------------------

  1. ვინმეს    თუ    ვისმეს?

  სწორია --------------------

  1. ერთი და იგივეს      თუ      ერთი და იმავეს?

  სწორია --------------------

  1. არაფერს არ გეტყვი    თუ   არაფერს გეტყვი?

 სწორია --------------------

  1. არსადაც არ მეჩქარება     თუ     არსად არ მეჩქარება?

  სწორია --------------------------




                     დანართი #15

                 ტესტირების შედეგები






            დანართი #16

             მოსწავლეთა ნამუშევრებში დაშვებული მორფოლოგიურ-         ორთოგრაფიული შეცდომების სტატისტიკური მონაცემები ინტერვენციების განხორციელების შემდეგ





                      კვლევის რეფლექსია


2019  წლის თებერვლიდან ივნისის შუა რიცხვებამდე დავგეგმე და განვახორციელე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, რომელიც ეხებოდა წერის ნორმების რღვევას (მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ შეცდომებს), არსებულ პრობლემებს მეშვიდეკლასელთა წერით ნამუშვრებში და მისი დაძლევის გზების ძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე. მოგეხსენებათ, თემა აქტუალურია, რადგან მართლწერის საკითხების ეფექტური სწავლება მოსწავლეთა აზროვნებას, ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურას ავითარებს, რაც, თავის მხრივ, ქართული ენის სალიტერატურო ნორმების დაცვისა და წერითი კომუნიკაციის ამაღლების მნიშვნელოვანი პირობაა. გარდა ამისა, წერითი კომუნიკაცია წიგნიერების განვითარებას უწყობს ხელს. კოლეგებთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, დავგეგმე აქტივობები. კვლევის შესაბამისი მეთოდების გამოყენებით, მონაცემთა ანალიზით, გამოიკვეთა რეალური სურათი - რა ტიპის შეცდომებს უშვებენ ძირითადად ჩემი მოსწავლეები და რა არის არსებული ხარვეზების მიზეზები. საკითხის ირგვლივ გამოკვეთლმა პრობლემის მიზეზებმა საშუალება მომცა ისე დამეგეგმა ინტერვენციები, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარება დაწყებულიყო, რომლებიც მომცემდა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისა  და მოსწავლეთა სწავლა-სწავლების ხარისხის გაზრდის საშუალებას. 

ინტერვენციების განხორციელებას ორი თვე დასჭირდა. შემდეგ კვლავ გავაანალიზე შედეგები. სახეზე იყო აშკარა პროგრესი. მოსწავლეებმა აიმაღლეს წერის კულტურა. დაგეგმილი აქტივობების  დასრულების შემდეგ მოვამზადე კვლევის ანგარიში და კათედრის წევრებს წარვუდგინე პრეზენტაციის სახით. მესწრებოდა სკოლის დირექციაც. დეტალურად განვიხილე კვლევის ეტაპები, შედეგები გავაცანი დიაგრამების საშალებით, სადაც ნათლად ჩანდა სურათი: მოსწავლეთა ნამუშვრებში არსებული წერითი ნორმების რღვევები ინტერვენციებამდე და პროგრესი განხორციელებული ინტერვენციების შემდეგ. 

მასწავლებლებს, ერთგვარად, რეკომენდაციების სახით გავაცანი ჩემი მიგნებები: 

  • მრავალფეროვანი აქტივობების დაგეგმვით გავხადოთ წერის პროცესი საინტერესო, შევუქმნათ მოსწავლეებს განწყობა;

  • მართლწერის წესებზე მუშობას უნდა ჰქონდეს რეგულარული ხასიათი, რა თქმა უნდა, სათანადო პრაქტიკულ სავარჯიშოებთან ერთად;

  • შევიმუშაოთ ისეთი სავარჯიშოები, რომლებიც ეფექტური იქნება მართლწერის უნარ-ჩვევათა გამომუშავებისათვის;

  • ხშირად მივცეთ წერითი დავალებები და მათთან ერთად გავაანალიზოთ შეცდომები, ყურადღება გავამახვილებინოთ მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ შეცდომებზე;

  • წერის პროცესზე სამუშაო ღონისძიებათა სიხშირე უნდა იყოს მაღალი და უწყვეტი.

კვლევის გაზიარების შემდეგ კოლეგებისაგან მივიღე საინტერესო და დადებითი  უკუკავშირი. მათ აღნიშნეს და მირჩიეს, რომ უკეთესი იქნებოდა კვლევის დაწყება სასწავლო წლის დასწაყისში, ინტერვენციებისათვის მეტი დრო მექნებოდა. მომიწონეს უცხო ენების მასწავლებლებთან თანამშრომლობა. მირჩიეს კარგი იქნება, თუ დავაკვირდები წერის სხვა ასპექტებსაც, რაც კიდევ უფრო აამაღლებს მოსწავლეთა შედეგებს. აუცილებლად გავითვალისწინებ კოლეგების რჩევებს მსგავსი აქტივობის ჩატარებისას. 

       აღნიშნული კვლევა და კოლეგების უკუკავშირი სტიმულია ჩემთვის, რადგან ვაპირებ ამ კუთხით კვლავ გავაგრძელო მუშაობა ამავე  კლასში. 

ვფიქრობ, კვლევამ ხელი შეუწყო როგორც ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას, ასევე, სკოლაში თანამშრომლობისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას, მოსწავლეთა შედეგების გაზრდას.


                                                                                                   ნარგიზ (ნანა) თავართქილაძე