დღეს, დედაენის დღესთან დაკავშირებით, სენაკის საჯარო და საბავშვო ბიბლიოთეკებში თემატური ღონისძიებები ჩატარდა.
მათში მონაწილეობა საჯარო სკოლების პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.
გამომსვლელებმა ქართული ენის წარმოშობისა და განვითარების ისტორიაზე ისაუბრეს. მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მხატვრულ-ლიტერატურული კომპოზიციით - ,,ო, ენავ, ჩემო...“ წარდგნენ.
დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორი, ბადრი ქუთელია, დირექტორის მოადგილე, ნათია ეჯიბია და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დედაენის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.
ინტერვიუ - „ენა საღმრთო რამ არის...“, - ჩაიწერა გაზეთ