,,ვეფხისტყაოსანი" სენაკი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი




2022 წლის 2 აპრილს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალ კამპუსში გაიმართა პედაგოგთა კონფერენცია თემაზე – „მიგრაციის ფემინიზაცია და მისი გავლენა მოზარდებზე“. 




 

კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა შრომითი მიგრაციის     
ფემინიზაციის  ზეგავლენის შესწავლა მოზარდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მათი განათლების ხარისხზე და ემიგრანტ დედებთან ურთიერთობის ეთიკურ-მორალურ მხარეზე.


კონფერენციაზე  მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის რექტორი – ბატონი კახაბერ ლაზარაშვილი და ვიცე-რექტორი საერთაშორისო  და ადმინისტრაციულ საკითხებში – ქალბატონი თეა იმედაძე.

კონფერენციის პირველი ნაწილი გახსნა გერმანიის ჰაიდელბერგის გლობალური ჯანმრთელობის ინსტიტუტის დოქტორანტმა, გერმანიის გაცვლითი სამსახურის DAAD სტიპენდიანტმა – ხატია ანთიამ, რომელმაც წარმოადგინა  საერთაშორისო წყაროების მიმოხილვა მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში შინ-დარჩენილ ბავშვთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე შრომითი მიგრაციის გავლენის შესახებ.


მოხსენების თემა: „მასწავლებლის როლი ემიგრანტი დედების შინ-დარჩენილ შვილებთან ურთიერთობისას.


კონფერენციაზე წარმოდგენილ იქნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების პედაგოგთა მოხსენებები:
  • ზეინაბ კაკალაშვილი – ქ. თელავის სსიპ მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და “მე და საზოგადოების” პედაგოგი; სამოქალაქო განათლების პედაგოგთა  ფორუმის კახეთის რეგიონის საბჭოს თავჯდომარე. მოხსენების თემა: „ემიგრანტი დედების არასრულწლოვანი შვილების აკადემიური მოსწრება და სკოლის როლი.“
  • ცაცა ქვილორია – ოზურგეთის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი. მოხსენების თემა: „მშობელთა მიგრაციის გავლენა ბავშვებზე – ეკონომიკური სარგებელი და სოციალური დანაკარგი“.
  • ნანა თავართქილაძე – სენაკის ჟიული შარტავას სახელობის მეორე საჯარო სკოლის და წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი; ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. მოხსენების თემა: „მასწავლებლის როლი ემიგრანტი დედების შინ-დარჩენილ შვილებთან ურთიერთობისას.“
  • მანანა გრიგოლავა – სენაკის წმ. ალქესი შუშანიას სახელობის  მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის და ასევე სამოქალაქო განათლების წამყვანი პედაგოგი, განათლების ტრენერი და არასამთავრო ორგანიზაცია „განათლებული საქართველოს“ დამფუძნებელი და დირექტორი. მოხსენების თემა: „ბავშვები და ემიგრანტი დედები“.
  • ლამზირა ცირამუა – საქართველოს საპატრიარქოს ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიის პედაგოგი. მოხსენების თემა: „სკოლა და შინ-დარჩენილი ემიგრანტი დედების ბავშვები“.

კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფსიქოლოგებმა ქეთევან კობალაძემ და პაატა ამონაშვილმა, უნივერსიტეტისა და ამავე უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა.

კონფერენციას მოდერაციას უწევდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი ქ-ნი ლელა გოგინავა.






კონფერენციის მასალები იხილეთ საქაღალდეში