მაკა
აბშილავა, „აღაზა“
ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, პროფესორ
კლაუს ჰიპთან განვიხილავდით თემას - ლეგალურობა ლეგიტიმურობის წინააღმდეგ
- ანტიგონეს მაგალითზე. დავალება იყო ლიტერატურული გმირი
ქალის აბსტრაქტულ ხელვნებაში გამოხატვა.
როდესაც მოტივზე ვსაუბრობდით, ჩემს მეხსიერებაში აღდგა ჩვენი გაკვეთილები „სტუმარმასპინძელზე“ ნანა მასწავლებელთან, საუბრები ანტიგონესა და აღაზას შესახებ. ჩემთვის აღაზა ბევრად უფრო ახლობელი და ტრაგიკული ფიგურაა, ვიდრე ანტიგონე. ამიტომ, მე აღაზა დავხატე. ნახატი შესრულებულია აკვარელსა და ზეთში.
ნახატზე
აღაზა ჩარჩოებშია მოქცეული. ასევე, გამოსახულია
სამკუთხედების ფორმით ორი სახლი, ერთი აყირავებული,
რომელშიც ქისტები შეუვარდნენ და მეორე, - მისი სახლი
აყირავებამდე. თუმცა ეს ის სახლიც შეიძლება
იყოს, სადაც აღაზა უნდა ცხოვრობდეს, მისი ნამდვილი სახლი, რომელიც მას იმ დროში, რომელშიც
ცხოვრობს, არ გააჩნია. აღაზა ხომ დროს უსწრებს.
ეს ორი სამკუთხედი, ასევე, ზვიადაურისა და ჯოყოლას სიმბოლური გამოსახვაა, რომლებიც აღაზას საყრდენნი არიან.
ჩარჩოში მორევია, რომელიც, ასევე, არაგვის სიმბოლოცაა და რომელიც მას ყოველდღიურობაში ითრევს და არაგვი, რომელშიც ის ხტება, რათა გამოსავალი იპოვოს, გათავისუფლდეს. ნახატზე ჩანს, რომ ამ მორევიდან გამოსავალი არსებობს და აღაზა პოულობს მას. ის თავისუფლდება ჩარჩოებისაგან. შეიძლება, აღაზას საქციელი, მის მიერ ზვიადაურის დატირება, არალეგალური იყო და თემის წესს ეწინააღდეგებოდა, თუმცა, ის სავსებით ლეგიტიმური იყო და ვაჟა ამას პოემის ბოლოს ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს გზა, ნამდვილად, გზაა თავისუფლებისაკენ: ზვიადაური, ჯოყოლა და აღაზა საღამოობით კლდეზე მოჩანან, მათ ნახვას არაფერი სჯობს, თუმცა, სოფელი ვერ ხედავს მათ, რადგან ისინი ბევრად უკან არიან, ვიდრე პოემის ეს გმირები.
პროექტისათვის პოემის სიუჟეტის ესკიზები ფანქარში
დახატა დათა აბშილავამ
მაკამ შატილელ მოსწავლეებს: ქეთი დაიაურს (მე-5კლ), კოტე
ჭინჭარაულს (მე-9კლ), მანგია ჭინჭარაულს (მე-11კლ) და
გიორგი დაიაურს (მე-12კლ) ტელეფონები გაუგზავნა.
უღრმესი მადლობა მას ბავშვების
გახარებისათვის.
- ნანა მასწავლებელს