ინტეგრირებული პროექტ-გაკვეთილი -,,წყალი ქართველ პოეტთა
შემოქმედებაში და წყალი სენაკში
პროექტის ავტორი - ნარგიზ (ნანა) თავართქილაძე
მოხსენების სათაური: ტაო-კლარჯეთში დარჩენილი ტაძრები ღაღადებენ
„ნუ მივატოვებთ ერთმანეთს,
როცა ერთმანეთს ვჭირდებით“
შესავალი
ჩვენი პროექტის იდეა დაიბადა მაშინ, როცა ტელევიზიით გადაიცა ინფორმაცია იშხნის ტაძრის საგანგაშო მდგომარეობის შესახებ. ინიციატივა გაჩნდა ქართულის გაკვეთილზე მე-10 კლასში (მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით) - უკეთ შეგვესწავლა ტაო-კლარჯეთში, ანუ როგორც ილია უწოდებდა, - „ოსმალეთის საქართველოში“ დარჩენილი ტაძრების რეალური მდგომარეობა და გამოიკვეთა პრობლემაც.
დაიგეგმა ინტეგრირებული (ქართული, გეოგრაფია, ისტორია, ხელოვნება, ისტ-ი, მუსიკა) პროექტ-გაკვეთილი. მონაწილეობა შევთავაზეთ მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებს.იდეის აქტუალობიდან გამომდინარე, მოსწავლეთა ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით, მუშობაში ჩაერთო 21 მოსწავლე.დისკუსია დასრულდა პროექტის მონახაზით.პროექტ -ინიციატივა დისკუსიის პროცესში შეივსო, დაიხვეწა. მოსწავლეებმა ინტეგრირებული საგნების მასწავლებლებთან ერთად განიხილეს იდეა, აქტუალობა, მიზანი, მონაწილეობის სურვილი და ა. შ. მასწავლებლებმა ჩამოაყალიბეს თავთავიანთი საგნების მიზნები. გავითვალისწინეთ ეროვნული სასწავლო გეგმის პრიორიტეტული, გამჭოლი კომპეტენციები, საგანთაშორისი კავშირები. მოსწავლეებმა ინტერესების გათვალისწინებით გაინაწილეს სამუშაო, ტაო-კლარჯეთის ძეგლები და დაიწყეს შესწავლა, მოიძიეს ინფორმაციები ლიტერატურაში, ინტერნეტსივრცეში,დაახარისხეს, მოამზადეს პრეზენტაციები(Microsoft Power Point-ში):
მე-9 კლასელებმა-გეოგრაფიული ექსკურსი ტაო-კლარჯეთში.
მე-10 კლასელებმა-პარხალი, დოლისყანა, იშხანი, შატბერდი, ბანა.
მე-11 კლასელებმა-აწყური, ოპიზა. მოამზადეს დოკუმენტური ფილმი ხანძთაზე.
(პროექტი, მოსწავლეთა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ საკონკურსო მასალების გვერდზე -პარტნიორები განათლებაში-საქართველოს ფორუმი 2013; მოხვდა ფინალში. დაჯილდოვდა სერთიფიკატით).
მეთოდები და პროექტის მოკლე აღწერა
პროექტის განსახორციელებლად დაგეგმილი ამოცანები, სასწავლო აქტივობები მოსწავლეებისაგან მოითხოვს გასცდნენ შესწავლილ მასალას (მე-10-11კლასელებს შესწავლილი აქვთ გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“), დააკავშირონ ლიტერატურული ძეგლი ისტორიასთან და თანამედროვე ეპოქასთან, განიხილონ გეოგრაფიული სივრცე და ინტერპრეტირების, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების გზით შექმნან ცოდნა. სასწავლო პროცესი გასცდა საკლასო გარემოს, გაკვეთილის დროით ჩარჩოებს (მოსწავლეებს სამუშაოდ მიეცათ დრო -1 კვირა), თემატურ პარამეტრებს.
ჩვენი პროექტი რეალური სამყაროს პრობლემებს ეხება:ისტორიული ტაო-კლარჯეთი, დღეს თურქეთში დარჩენილი, ჩამონგრეული და ხავსმოკიდებული, ჩვენი წინაპრების მიერ რუდუნებითა და უდიდესი ღვაწლით ნაგები ტაძრები, ტკივილსა და სულიერ განგაშს იწვევს ყველა ქართველში, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საზოგადოებაზე.
პროექტზე მუშაობის მიმდინარეობისას თანამშრომლობა და პროექტში ჩართვა შევთავაზეთ კულტურის სამინისტროს.გაკვეთილის პროცესში, მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაციების შემდეგ, ონლაინრეჟიმში სკაიპით ჩაგვერთო კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის დირექტორი ბ-ნი ბესო მაცაბერიძე. სტუმარმა კითხვა-პასუხის რეჟიმში ისაუბრა მოსწავლეებთან. მოსწავლეებმა კითხვები დაუსვეს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს. გაუზიარეს პასუხისმგებლობა, გამოთქვეს სურვილი მოილოცონ და მოინახულონ ტაო -კლარჯეთის ტაძრები და თავიანთი მცირე წვლილი შეიტანონ მათ გადარჩენაში (თუნდაც დასუფთავებით). ბ-მა ბესომ უპასუხა მოსწავლეთა კომპლექსურ შეკითხვებს. გააცნო რეალური მდგომარეობა ტაძრების გადარჩენის საქმეში. აღმოჩნდა, რომ სარესტავრაციო სამუშაოები ჯერჯერობით მხოლოდ იშხანში მიმდინარეობს. ტაძრებთან ბავშვებს კი არა, სპეციალისტებსაც არ უშვებენ. გრძელდება მოლაპარაკებები მხარეებს შორის. საუბრისას გამოიკვეთა საქმის რეალური ვითარება: ტაო-კლარჯეთის ტაძრები ქართველთაგან შველას ჯერ კიდევ ელიან. ბოლოს, მოსწავლეებმა გაკვეთილის სტუმარს ლაზური სიმღერები შეუსრულეს.
პროექტზე მუშაობისას ინტეგრირებული საგნების მასწავლებლებთან მქონდა წინასწარი შეხვედრები, დისკუსია. შევთავაზე ეთანამშრომლათ მოსწავლეებთან. ვხვდებოდით ერთმანეთს ინდივიდუალურად, ჯგუფურად, ვთანამშრომლობდით და სხვადასხვა საკითხზე ვთანხმდებოდით ერთობლივად, გვქონდა კონსულტაციები - რა სახით დავხმარებოდით მოსწავლეებს. ძიებისა და კვლევის დროს ვაძლევდით მიმართულებებს, ვუთითებდით საინფორმაციო წყაროებს. მოსწავლეებმა იმუშავეს წყვილებსა და ჯგუფებში.აფასებდნენ როგორც საკუთარ, ასევე პროექტის სხვა მონაწილეთა საქმიანობას. გრძნობდნენ წარმოქმნილ პრობლემებს და ცდილობდნენ მათ გადაჭრას. მსჯელობდნენ აქტუალურ საკითხებზე, თავად გეგმავდნენ და აწარმოებდნენ კვლევის პროცესს. ვატარებდი შუალედურ მონიტორინგებს, ვხვეწდით საპრეზენტაციო მასალას.
ბ-ნ ბესოსთან საუბრისას დაიგეგმა პროექტის მე-2 ეტაპი: ექსკურსია ტაო-კლარჯეთში. გადავწყვიტეთ მოვილოცოთ და მოვინახულოთ „ოსმალეთის საქართველოს“(ილიას ტერმინია) ტაძრები.
კონკურსის ფინალში მონაწილეობისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სერთიფიკატით დააჯილდოვა სკოლაც. ამით „გათამამებულებმა“ ახალი პროექტის დაფინანსება ვთხოვეთ სენაკის გამგებელს-ბ-ნ გოჩა დგებუაძეს. წარუდგინეთ პროექტის ბიუჯეტი - 1000 ლარი. თან დავგეგმეთ განახლებული პროექტით მონაწილეობა მივიღოთ Microsoft -ის ახალ კონკურსში მსოფლიო ფორუმზე- პარტნიორები განათლებაში - მსოფლიო ფორუმი 2014 „მასწავლებელი ექსპერტი“.
ქალაქის გამგეობამ დაგვაფინანსა. პროექტში მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები წავედით ექსკურსიაზე ტაო-კლარჯეთში: სენაკი-ბანა-იშხანი- ხახული- ოშკი-სენაკი. წინასწარ ჩამოვაყალიბეთ მიზანი, დავგეგმეთ აქტივობები:
- მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას(Microsoft Power Point-ში)
- შექმნიან საინფორმაციო ბიულეტენს, ბლოგს ინტერნეტსივრცეში.
- ჩაწერენ ინტერვიუს ჩვენებურებთან.
- გადაიღებენ დოკუმენტურ ფილმს „ წინაპართა ნაკვალევზე”
(პროექტი, მოსწავლეთა ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ საკონკურსო მასალების გვერდზე- პარტნიორები განათლებაში- მსოფლიოს ფორუმი მასწავლებელი ექსპერტი)
ექსკურსიას „საქართველოზე მოჭრილი ძუძუს“(გოგლა ლეონიძის სტრიქონია) უსაშველო სევდა და ტკივილი ახლდა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე შესწავლილი გვქონდა ტაძრები, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გაგვაოცა დაკარგული ტერიტორიის სიდიდემ, თითქმის განადგურების პირას მდგომი ქართული ტაძრების სიდიადემ, პიტალო კლდოვან მხარეში, სადაც ათეულობით კილომეტრზე ბუჩქიც არ ხარობს, მონასტრის ტერიტორიაზე, კლდის თავზე, ბერების გაშენებულმა ბაღნარმა,რომელიც 12 საუკუნის შემდეგაც მწვანობს, ჩვენებურების ქართულში, ჩვენში უკვე დავიწყებულმა, ძველქართულმა სიტყვებმა...
პროექტის განხორციელებამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას:
- კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა: საღი მსჯელობა და აღქმა; არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება; ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად.
- კომუნიკაცია და თანამშრომლობა: აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით; ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება; პასუხისმგებლობის გაზიარება მუშაობის პროცესში.
- საინფორმაციო, მედეა და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები, საინფორმაციო წიგნიერება:ინფორმაციის ეფექტურად მოპოვება, ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
- ისტ წიგნიერება: ციფრული ტექნოლოგიების, ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, შეფასების მიზნით; ტექნოლოგიების გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზებისა და კომუნიკაციის საშუალების.
- სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები:ადეკვატურად და პროდუქტიულად თანმშრომლობა; მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების დაბალანსება ერთობლივი მუშაობისას.
შედეგები:
პროექტის განხორციელების შედეგად მოსწავლეებმა შეძლეს:
ქართულში:
- ინფორმაციის მოძიება, გაგება, ანალიზი, შეფასება, დახარისხება.
- ტექსტების ინტერპრეტირება.
- ზეპირი გამოისვლა/პრეზენტაცია.
- შემოქმედებითობა.
- სასწავლო სტრატეგიების (კითხვის, წერის, მოსმენის, ზეპირმეტყველების) გააზრებულად გამოყენება.
გეოგრაფიაში:
- ტაო-კლარჯეთის ძირითადი მახასიათებლების შესწავლა.
- ბუნების დაცვისა და მდგრადი განვითარების პრობლემების განხილვა.
- მხარის გეოგრაფიული თავისებურებების წარმოჩენა.
ისტორიაში:
- ისტორიის უწყვეტი პროცესის დანახვა.
- ისტორიული ეპოქის აღქმა.
- დამოუკიდებელი ისტორიული კვლევა.
ხელოვნებაში:
- ხელოვნების ნიმუშების აღქმა.
- გარემოს აღქმა. ეროვნული კულტურის, ადამიანის შრომის მიმართ პატივისცემის გამოხატვა.
ისტ-ში:
- ისტ-ის გამოყენება საგანთა შორის კავშირის წარმოსაჩენად.
- თვალსაჩინოების შექმნა (მოამზადეს პრეზენტაციები mikrosoft powerpoint-ში,გადაიღეს დოკუმენტური ფილმი,შექმნეს ბლოგი), არამარტო ინფორმაციის პასიური მიღება, არამედ მრავალფეროვანი სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება.
- ისტ-ის ეფექტიანად გამოყენება: ინფორმაციის მოპოვება, მართვა, დამუშავება, შეფასება, ანალიზი.
- შეძლეს ციფრული პროდუქტების შემქმნელი საშუალებების ფლობა.
- კომუნიკაციის ციფრული საშუალებების ფლობა.
- კვლევის ციფრული საშუალებების ფლობა.
მუსიკაში:
- მუსიკალური ხელოვნების ნიმუშების შესწავლა.
- შემოქმედებითობა, იმპროვიზაცია.
დასკვნა
პროექტზე მუშაობამ დამარწმუნა, რომ იგი აქტიური და მიზანმიმართული სწავლის საშუალებას იძლევა. სასწავლო პროექტში მოსწავლეების ჩართვა მეხმარება მათ კითხვებზე: რატომ უნდა ისწავლონ ესა თუ ის საკითხი, რაში გამოადგებათ ეს ცოდნა,- დამაჯერებელი პასუხების გაცემაში. მუშაობის პროცესში, რეალური პრობლემების გადაჭრისას, შეძენილ ცოდნასა და უნარებს მოსწავლეები იყენებენ პრაქტიკაში. პროექტით სწავლება იწვევს მათ მოტივირებას და ზრდის პასუხისმგებლობას. ეხალისებათ მუშაობა მაშინაც კი, როცა იგი ხანგრძლივ ძალისხმევას მოითხოვს.
პროექტი საშუალებას მაძლევს მოსწავლეებთან ერთობლივად ფორმულირებულ საკითხზე მათთან ერთად ვიმუშაო, განვავითაროთ გეგმა, გადავჭრათ პრობლემები და ერთი საერთო პროდუქტი წარმოვადგინოთ. პროცესი არსებითად განსხვავდება ტრადიციული გაკვეთილისაგან. პროექტით სწავლება გულისხმობს სკოლისგარეშე დაწესებულების ჩართვას სასწავლო პროცესში, იზრდება ჩვენი (მასწავლებლისა და მოსწავლის) შესაძლებლობები. ძალიან მომწონს ჩემს მოსწავლეებთან სასწავლო პარტნიორისა და, საერთოდ, მასწავლებელი კონსულტანტის როლი.
გამოყენებული ლიტერატურა:
1.როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე და სასწავლო პროექტებზე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2012
2. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (ისტ)
საგნობრივი პროგრამის გზამკვლევი მასწავლებელთათვის
ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი 2011
P.S. მინდა გითხრათ, რომ კიდევ მაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი განხორციელებული. 2010 წელს, მსგავს პროექტში გამარჯვების შემდეგ, სასწავლო პროექტით- „რა შეუძლიათ ლექსებს“, მონაწილეობა მივიღე ევროპის ინოვაციური მასწავლებლების ფორუმზე - ბერლინში. ჩემთვის ეს იყო უდიდესი წარმატება და სწავლების ინოვაციური პრაქტიკის გაცნობის საუკეთესო საშუალება. ევროპელი კოლეგების პროექტების გაცნობამ დიდი გამოცდილება შემძინა.
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
პროექტის დასრულების შემდეგ, გაკვეთილზე მოსწავლეებს დავურიგე ბარათები და ვთხოვე გამოეხატათ თავისი აზრი: - რა მისცა პროექტზე მუშაობამ.
გაგაცნობთ რამდენიმე მოსწავლის ბარათს:
გული შემეკუმშა: - შოკში ვარ,-ეს რამხელა საქართველო წაუგლეჯიათ.
ნათია
ამაყი ვარ - სახურავში ამოსული ხეების მიუხედავად, როგორ მოჩანს ამ ტაძრების დიდებამოსილება, ოშკმა გამაოცა.
გიორგი
არც კი მჯერა, - გრიგოლ ხანძთელის საქართველოში ვიმოგზაურე. წინაპართა ნაკვალევს მოვეფერე.
ანა
- ლუიზა მასწავლებელო, მე ახლა ნამდვილად დავინახე ისტორიის უწყვეტი პროცესი. ვიგრძენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის მარადიული კავშირი და პირადად ჩემი ადგილი ახლანდელ საქართველოში. ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ისტორიული ტაო. ვფიქრობ,ეს ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი უნდა იყოს მომავლის საქართველოში.
შოთა
დამოუკიდებლად შევძელი ინფორმაციის მოძიება, გაგება, დახარისხება, სლაიდშოუს მომზადება. პრეზენტაცია (ადრე ცოტა მეშინოდა აუდიტორიასთან გამოსვლა). ძალიან მიხარია ჩემს მეგობრებს და ნანა მასწავლებელს რომ მოეწონათ.
მარიამი
ჩვენ ტაო-კლარჯეთის მხარის გეოგრაფიული მახასიათებლები შევისწავლეთ და თავისებურებები წარმოვაჩინეთ. შევადარეთ, დასკვნები გავაკეთეთ. ამ პროექტმა ერთობლივი მუშაობა, თანამშრომლობა გვასწავლა.
ნანო და ნინო
მთელი ღამე ვეძებდით გახმოვანების პროგრამას. დაუჯერებელია, ჩვენ ეს შევძელით - ნამდვილი, დოკუმენტური ფილმი დავდეთ. მიხარია, იგი სკოლის ფონდში დარჩება და მას უამრავი მოსწავლე ნახავს და ტაოს გაიცნობს. მადლობა, ნანა მაწავლებელო!
დათო, შოთიკო, გიო
გული დამწყდა, ხანძთაში რომ ვერ ავედით, ოდესმე, აუცილოებლად, უნდა ვნახო!
ნანუკა
მე ძალიან მომინდა გავხდე დიპლომატიური მისიის წარმომადგენელი და შევძლო ამ საოცარი ტაძრების მოვლა და გადარჩენა - ნეტავ, შემეძლოს!
ბექა
როგორცკი საზღვარზე გადავედით, მაშინვე ვიგრძენი - ეს ჩემი საქართველოა, გურია-აჭარის ქედის გაგრძელება. და კიდევ, ახლა უფრო დავაფასე ჩემი დიდი წინაპარები, გრიგოლ ხანძთელი და მისი საძმო.
ირაკლი
შეიძლება ითქვას, - „მსუყე“ მასალა დამიგროვდა, აუცილებლად დავწერ თემას რესპუბლიკური კონფერენციისათვის. ახლა ნამდვილად ვიგრძენი ჩემი ქვეყნის ენით გამოუთქმელი ტრაგიზმი.
ანი
მასწავლებელი:
ჩვენი პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა, ვფიქრობ, სათაურსა და ეპიგრაფში ჩანს:
„ტაო-კლარჯეთში დარჩენილი ტაძრები ღაღადებენ!..“
„ნუ მივატოვებთ ერთმანეთს
როცა ერთმანეთს ვჭირდებით“
პროექტში მონაწილე მოსწავლეების უმრავლესობას შესწავლილი აქვს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. რა თქმა უნდა, აქვთ ინფორმაცია ტაო-კლარჯეთზე. თურქეთში დარჩენილი საქართელოს, როგორც ილია იტყოდა, „ოსმალეთის საქართველოს“ ტაძრების დღევანდელ მდგომარეობაზე. პროექტის იდეაც ხომ აქედან გაჩნდა: უკეთ შეგვესწავლა რეალური მდგომარეობა. იდეის აქტუალობიდან გამომდინარე, პროექტში ჩავრთე მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეები. თანამშროლობა შევთავაზე გეოგრაფიის, ისტორიის, ხელოვნების, ისტ-ის, მუსიკის მასწავლებლებს. მიზნები ერთად ჩამოვაყალიბეთ, ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე და პრიორიტეტული, გამჭოლი კომპეტენციების გათვალისწინებით, აგრეთვე, საგანთაშორის კავშირების.
ვეცადეთ ამოცანები და აქტივობები, ნაბიჯები სწორად დაგვეგეგმა. ყოველი მათგანი შედეგებზე გასვლაში დაგვხმარებოდა. როგორც აღვნიშნე, მოსწავლეებმა იციან ტექსტი და აქვთ გარკვეული ინფორმაცია ტაო-კლარჯეთზე. ასაკიც უწყობთ ხელს და პროექტებზე მუშაობის გამოცდილებაც (გარდა მე-9 კლასელებისა, მათ პირველად იმუშავეს ასეთ მასშტაბურ პროექტზე). მუშაობაში მათ აქტიურად ჩართვას, ჩემი აზრით, სწორად დაგეგმილმა აქტივობებმა შუწყო ხელი, რადგან პროექტში ჩართულმა ყველა მასწავლებელმა გაითალისწინა მოსწავლეთა ინტერესი და შესაძლებლობები. აგრეთვე, ამა თუ იმ საგანში შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.
ვფიქრობ, პროექტში გამოიკვეთა სასწავლო დისციპლინებთან კავშირი და მოხერხდა სხვადასხვა დისციპლინების ინტეგრირება, რადგან მოსწავლეებმა შეძლეს ტაო-კლარჯეთის, როგორც გეოგრაფიული კუთხის შესწავლა, მისი ისტორიის წაკითხვა და ეპოქის აღქმა, გრიგოლ ხანძთელის სამყაროში მოხვედრა, ტაო-კლარჯეთის ტაძრების, როგორც ხელოვნების ნიმუშების აღქმა, გარემოს აღქმა, ეროვნული კულტურის,ადამიანის შრომის მიმართ პატივისცემის გამოხატვა და საგანთაშორის კავშირების წარმოსაჩენად, ისტ ტექნოლოგიების გამოყენებით, პრეზენტაციების მომზადება Microsoft Power Point-ში (რვა პრეზენტაცია) და დოკუმენტური ფილმის გადაღება და გახმოვანება. აგრეთვე, ინტერვიუს აღება ჩვენებურისაგან. მოსწავლეებს თავისუფლად ეყოთ სამუშაოდ გამოყოფილი დრო. თანაც, მასწავლებლები ამოწმებდნენ შუალედურ მონიტორინგებში, რითაც ხელი შუწყვეს პროცესის სწორად და დაუბრკოლებლად წარმართვას.
განხორციელებულ პროექტში თვალსაჩინოა მოკლევადიანი შედეგები. ყველა საგნის მასწავლებელმა შეძლო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგზე გასვლა, მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად. რაც შეეხება გრძელვადიან შედეგს, პროექტის ფარგლებში მომზადდა შინაარსიანი, ინტეგრირებული, მრავალჯერადი გამოყენების რესურსები სკოლის რესურსების ბანკისათვის, რომელთა გამოყენება შუძლია სკოლის ნებისმიერ მასწავლებელს. ანი ოდიშარიამ გააგზავნა თემა რესპუბლიკურ კონფერენციაზე და 1-ლი ხარისხის დიპლომი დაიმსახურა, მე - მადლობის ბარათი მოსწავლე ახალგაზრდობის რესპუბლიკური სასხლის დირექტორისაგან.
გავითალისწინეთ მონიტორინგისა და შეფასების სტრატეგიაც, რის დადასტურებადაც შეიძლება ჩაითვალოს პროექტის ორივე ნაწილის წარმატება რესპუბლიკურ კონკურსებში. 1-ლი ნაწილით მაიქროსოფტის ინიციატივით მოწყობილ კონფერენციაზე ვიყავი მომხსენებელი კონკურსის ფინალში (იხ. სერთიფიკატი) და მე-2 ნაწილით წარვდექი კოლეგების წინაშე 1-ლ ეროვნულ კონფერენციაზე (იხ. სერთიფიკატი).
პროექტის განხორციელებისას რისკი იყო 1-ლ ნაწილში შუქი. რა თქმა უნდა, ახლა იშვიათად ქრება, მაგრამ მაინც გასათვალისწინებელი იყო, რადგან მოსწავლეებს უნდა გაეკეთებინათ პრეზენტაციები. თან, გაკვეთილზე სკაიპით უნდა გავსაუბრებოდით კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს. რისკის თავიდან ასაცილებლად, ვთხოვე ქალაქის ელ.ქსელების უფროსს თვალყური ედევნებინა და უზრუნველეყო პროექტ-გაკვეთილის მიმდინარეობისას არ ჩამქრალიყო შუქი. მე-2 ნაწილში რისკი იყო ტაო-კლარჯეთის უცნობი მოსახლეობა. გავიგეთ, რომ ზოგიერთ სოფელში მათ გარკვეული აგრესია აქვთ საქართველოდან ჩასული ხალხის მიმართ, არ აძლევენ ტაძარში შესვლის ნებას, ეუხეშებიან და ა.შ. რისკის თავიდან ასაცილებლად მოსწავლეებს წინასწარ ჩავუტარეთ საუბრები. დავარიგეთ, არ შესულიყვნენ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან კონტაქტში, არ აჰყოლოდნენ ემოციებს მათ მიერ უხეშობის გამოვლინების შემთხვევაში და ა.შ. გარკვეული რისკი იყო შორი და სახიფათო გზა. მითუმეტეს, როცა მიგვყავდა ბავშვები. ავარჩიე კვალიფიციური, პროფესიონალი, გამოცდილი მძღოლი, რომელმაც, უდავოდ, დიდებულად შეასრულა თავისი მოვალეობა.
პროექტზე მუშაობას შრომით ძალისხმევასთან ერთად დიდი ემოცია და ტკივილი ახლდა, რადგან ვთვლი, რომ ტაოს ახლოდან ხილვა ყველა ქართველისთვის გულის გაგლეჯვაა. ჩემთვის, ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეებისათვის ეს იყო დაუვიწყარი დღეები. თანაც ამ პროექტმა დიდი წარმატებაც მომიტანა: თბილისშიც და ჩაქვშიც გარდა იმისა, რომ ჩემი პროექტი გავუზიარე კოლეგებს მეც ბევრი საინტერესო მოხსენება მოვისმინე, გავიზიარე გონიერი კოლეგების გამოცდილება, ბევრი რამ დავნერგე კიდეც ჩემს პრაქტიკაში. მარტო ის რად ღირს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსეულ პედაგოგებს რომ ეცნობი. თან, რამდენიმე დღით წყდები ერთფეროვან გარემოს და ატრებ საოცრად სასიამონო და საინტერესო დღეებს არაჩვეულებრივ ვითრებაში. აქ, ნამდვილად, გრძნობ რომ შენზე, შენს პროფესიულ ზრდაზე, ვიღაც ზრუნავს. მადლიერება მინდა გამოვუხატო ასეთი კონკურსების ინიციატორებს.
კოლეგები:
პროექტმა ცრემლი და სიხარული მომგვარა ერთროულად. ცრემლი ტაოს მოურჩენელი ტკივილთან კიდევ ერთხელ მიახლებამ და სიხარული - ნანას მოსწავლეებმა. ყველამ დავინახეთ ამ ბავშვების სიყვარული, რუდუნება, ფაქიზი მიდგომა პროექტისადმი. ეს, ნამდვილად, ღირსეული ცვლაა მომავლის საქართველოში. სიამოვნებით ვიმუშავე პროექტზე. ვთვლი, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა.
ლუიზა მეფარიძე (ისტორიკოსი)
მიხარია, რომ ჩემს საგანში ყველა საგნის ინტეგრირება მოხერხდა, რადგანაც ამ ბავშვების მიერ მომზადებულ სლაიდშოუებში და დოკუმენტური ფილმში ქართულიც არის, გეოგრაფიაც, ისტორიაც, მუსიკაც და ხელოვნებაც. თანაც, სიამოვნებით და სიყვარულით იმუშავეს.
თეონა თურქია (ისტ-ის მასწავლებელი)
მადლიერი ვარ, რადგან რომ არა ეს პროექტი, ვინ იცის, როდის მოვხვდებოდი ტაო-კლარჯეთში. სამუდამოდ გამყვება იქ განცდილი ვებერთელა სატკივარი. მადლიერი იმისთვისაც ვარ, რომ სკოლის რესურსების ბანკი ასეთი შინაარსიანი, მრავალჯერადი გამოყენების რესურსებით შეივსო. მე მათ ყოველთვის სიამოვნებით გამოვიყენებ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ შესწავლისას, ყველა მომდევნო კლასში. ვფიქრობ, ისინი სხვა საგნის მასწავლებლებსაც გამოადგება.
ლუარა ჯიქია
იხილეთ პრეზენტაცია
P.S. გაკვეთილს ესწრებოდნენ მოწვეული მასწავლებლები: ბათუმის #16, ოზურგეთის #1, ქუთაისის #3, ზუგდიდის #1, ხობის #2 სკოლებიდან. მათ ათი დღით ადრე მივაწოდე გაკვეთილის გეგმის ელექტრონული ვერსია და შევთავაზე პროექტში მონაწილეობის მიღება. მადლობას ვუხდი კოლეგებს თანამშრომლობისათვის.
72 წლის ასაკში ალენ დე ლონს წაუკითხავს ვაჟა-ფშაველას „გველისჭამელი“. მან სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სურვილი აქვს ისწავლოს ქართული ენა, რომ ეს საოცრება ორიგინალში წაიკითხოს. (ინფორმაცია მოვისმინე ტელევიზიით)
გადავწყვიტე, ჩემს პროექტში მონაწილეობა შემეთავაზებინა საფრანგეთის რომელიმე სკოლისათვის. მივწერე რამდენიმე სკოლას. გამომეხმაურა ერთი - ქალაქ მარსელის თავისუფალი სკოლა-ლიცეუმი - Ecole Libre de Métiers lycée professionnel privé.
საფრანგეთის განათლების სამინისტროს კანონმდებლობის თანახმად სკოლის ხელმძღვანელობამ გვითხრა მოკრძალებული უარი გაკვეთილის ჩატარებაზე. მასწავლებელმა ნაწარმოები კლასგარეშე საკითხავად გააცნო მოსწავლეებს.რისთვისაც მადლობას ვუხდი.
იხილეთ პრეზენტაცია
პროექტის სახელი: ვაჟა–ფშაველას პრობლემატიკა
პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები იმუშვებენ გენიოსის შემოქმედებაზე, შეხვდებიან პოეტის შთამომავლებს, გაეცნობიან პრობლემატიკას, დააკვირდებიან პოეტის ენას., მოამზადებენ რეფერატებს, მოაწყობენ სამეცნიერო კონფერენციას
პროექტის სრული აღწერა:
2011 წელი იუნესკომ ვაჟა–ფშაველას საიუბიოლეო წლად გამოაცხადა მთელ მსოფლიოში. დიდი პოეტის შემოქმედების პრობლემატიკა საუკუნის მანძილზე კვლევის საგანია და მუდმივად აღაფრთოვანებს უამრავ ადამიანს, ვინც მასთან მიახლებას ეცდება.
მოსწავლეებს შევთავაზე პროექტზე მუშაობა. შევარჩიეთ სახელი: ვაჟა–ფშაველას პრობლემატიკა. შევიმუშავეთ პროექტის სამუშაო გეგმა და გავანაწილეთ ფუნქციები:
თავდაპირველად შევთავაზე საკონფერენციო თემები. მოსწავლეებმა გააკეთეს არჩევანი.
ერთი ლექსის ანალიზი{ „ღამე მთაში“}; თემიდან გარიყული კაცის პრობლემა{„სტუმარ–მასპინძელი“}; „ბუნება მბრძანებელია“... ; სიკეთით ძლეული მტერი [„გოგოთურ და აფშინა“];
ქეთელაურის ვნებანი [„ალუდა ქეთელაური“]; პოეტური ენის თავისებურებანი;
თემებზე მუშაობის შემდეგ დავგეგმეთ ექსკურსია ჩარგალში. ამჯერად სამუშაო ჯგუფებზე გავანაწილეთ: 1–ლი ჯგუფი იმუშავებს პოეტის ცხოვრებაზე. მოიძიებს მასალას ბიბლიოთეკაში,ინტერნეტში, მოამზადებს სლაიდშოუს; მე–2 ჯგუფი გადაიღებს ფოტოებს სახლ–მუზეუმში. დააგროვებს მასალას კედლის გაზეთისათვის; მე–3 ჯგუფი შეხვდება პოეტის შთამომავლებს, ჩაიწერს ინტერვიუს, მოამზადებს საგაზეთო წერილს;
ჩავატარებთ საიუბილეო გაკვეთილს ვაჟა–ფშაველას ლირიკაზე.ეგიდით „პარტნიორები განათლებაში“,მოვიწვევთ თანატოლებს პარტნიორი სკოლებიდან.
მოვამზადებ რეფერატს პოეტის ქრისტიანულ კონცეფციებზე.კოლეგებს შევთავაზებ სამეცნიერო კონფერენციის ჩატარებას ვაჟა–ფშაველას შემოქმედების პრობლემატიკაზე. გავინაწილებთ სამუშაო თემებს.
მონაწილეთა ასაკი
14–15 წელი
ვადები და ხანგრძლივობა:
3–4 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლეები გაეცნობიან დიდი პოეტის საცხოვრისს, სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გენიოსი. მოუსმენენ მის შთამომავლებს, ჩაინიშნავენ ინფორმაციას. იმუშავებენ ნაწარმოებებზე, პრობლემატიკაზე, მოამზადებენ რეფერატებს.დააკვირდებიან პოეტურ ენას. იმუშავებენ თავისებურებებზე, ტროპის უძლიერეს სახეებზე. განუვითარდებათ მხატვრულ ნაწარმოებზე მუშაობის, ინფორმაციის მოძიების, კვლევის,ანალიზის, დასკვნების გაკეთების, რეფერატზე მუშაობის, ისტ–ის გამოყენების, პრეზენტაციის გაკეთების უნარები
საგნებთან (საგნობრივ ჯგუფთან) ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
პროექტი ითვალისწინებს გეოგრაფიასთან, ბიოლოგიასთან, ისტორიასთან, სახვით ხელოვნებასთან ინტეგრირებას
ქართX.1.მოსწავლე მონაწილეობს საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.
ქართ.X.3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლე იყენებს ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელ ხერხებს.
ქართ. X.9.მოსწავლე კითხულობს და აანალიზებს სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებს.
ქართ.X.13.მოსწავლე წერს სასწავლო რეფერატს ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით.
სარგებელი სხვისთვის: ვაჟა–ფშველას შემოქმედების პრობლემატიკაში გარკვევა.
სამუშაო ენა–ქართული
პროექტის ფასილიტატორი–ნანა თავართქილაძე
ფასილიტატოპის ელ. ფოსტა– tavartgiladzenana@gmail.com
პროექტის ვებ. გვერდი
გაკვეთილის მთავარი თემა
|
,,ნუ მასჭრით ხესა, კაცებო,
მოდით,ნუ ჰშვრებით ცოდვასა"
ვაჟა-ფშაველას ,,გველისმჭამელი"
| |||||||||||||||||||||
ინტეგრირებული საგნები
|
ქართული ენა და ლიტერატურა:
მასწავლებელი _ ნარგიზ (ნანა) თავართქილაძე
ბუნება: მასწავლებელი _ გული ქობალავა
ხელოვნება : მასწავლებელი – რუსუდან ლომია
ისტ. : მასწავლებელი – თეონა თურქია
| |||||||||||||||||||||
სწავლების საფეხური/მოსწავლეთა პროფილი
|
საშუალო / კლასი - X
მოსწავლეთა რაოდენობა – 28 (+10 გაკვეთილის სტუმარი)
ბათუმის #16 საჯარო სკოლა, 2 მოსწავლე
ოზურგეთის #1 საჯარო სკოლა, 2 მოსწავლე
ქუთაისის #3 საჯარო სკოლა, 2 მოსწავლე
ზუგდიდის #1 საჯარო სკოლა, 2 მოსწავლე
ხობის #2 საჯარო სკოლა, 2 მოსწავლე
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
| |||||||||||||||||||||
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალობა
|
გენიოსის ხედვით საუკუნით ადრე განჭვრეტილი ზოგადკაცობრიული საკითხი - ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა, წონასწრობის რღვევა, კატასტროფის შეგრძნება, განგაშის ზარი.
| |||||||||||||||||||||
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო დისკუსიაში.
ქართ. X. 2. კამათის დროს მოსწავლეს შეუძლია მიმართოს შესაბამის ტაქტიკას და დაიცვას სამეტყველო ქცევის ეთიკური ნორმები.
ქართ. X. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების, წაკითხვა და მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
ქართ. X. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
ქართ. X. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
ბიოლ.X.5.მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სისტემის ზოგადი ნიშან-თვისებები.
ბიოლ.X.7.მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს ცოცხალი სამყაროს ისტორიულ განვითარებაზე, დაუკავშიროს ორგანიზმთა მრავალფეროვნება ევოლუციის პროცესს.
ბიოლ.X.8.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე
ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაში.
ბიოლ.X.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს გარემო ფაქტორების მნიშვნელობა ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
ს.გ. X.2. მოსწავლე ასახავს ნამუშევარში გარემოზე დაკვირვების შედეგს, ავითარებს გამომსახველობით ხერხებს. (სახვითი ხელოვნების ძირითადი პრინციპები: ხაზი,ფერი, შუქ-ჩრდილი, პროპორციები, მთლიანობა, სიმეტრია, კონტრაქტი (განწყობილების, ემოციის გადმოცემა მხატვრული ხერხების საშუალებით. მასალა: ფანქარი, ტუში, გუაში)
ს.გ. X.3. მოსწავლე მონაწილეობს პროექტში (პროექტის იდეის განსაზღვრა, თემატური საღამო ჩარგალში პროექტის დაგეგმვა, ფუნქციების გადანაწილება, ორგანიზება)
| |||||||||||||||||||||
წინასწარი ცოდნა
|
წინა კლასებში შესწავლილი ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებები,მოსწავლეთა კონფერენციისთვის მომზადებული თემები,ექსკურსია ფშავში
| |||||||||||||||||||||
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მიმდინარე, შემაჯამებელი, შეფასების რუბრიკა.
მუშაობის ფორმა - მთელი კლასი, ინდივიდუალური, წყვილური
| |||||||||||||||||||||
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
რუქა, ფორმატი, ფურცლები, სურათები, ფანქრები, მარკერი, წებო, მაკრატელი.
სკანერი, ციფრული აპარატი, ვიდეო კამერა. ინტერნეტი, პროექტორი, კომპიუტერი, საიუბილეო დისკი.
| |||||||||||||||||||||
გაკვეთილის მსვლელობა საკლასო მენეჯმენტი
|
• აქტივობა 1. (7 წთ)
ვიდეომასალა საიუბილეო დისკიდან: " აღსდგება საქართველოვო" (კითხულობს ირაკლი უჩანეიშვილი).
აქტივობა 2. (5 წთ)
სლაიდ- შოუს პრეზენტაციას გააკეთებს ერთი მოსწავლე:
აქტივობა 3. (2 წთ) ბუნებრივად ვსვამ კითხვას:
- როგორ ფიქრობთ, გარდაცვალება სიკვდილს ნიშნავს?
მოსწავლეები ღვაწლმოსილ ადამიანებზე საუბრობენ. მათზე, ვინც თავისი ცხოვრებითა და მოღვაწეობით საშვილიშვილო კვალი დატოვეს. აგრეთვე,- სულის უკვდავებაზე.
- თქვენი წარმოდგენით, რა მახასითებლები აქვს სულიერ გმირს?
აქტიობა 4. (3 წთ ) ვენის დიაგრამა
-ქართულ საერო ლიტერატურაში ვინ შეგხვდათ ასეთი? (მინდია. შეიძლება გაიხსენონ ავთანდილი, ტარიელი...)
- რაკი სულიერი გმირი ვახსენეთ, მაშასადამე, არსებობს ხორციელი გმირიც. მოდით, ,,ჩამოვყაროთ" მისი მახასიათებლებიც.
(ერთი მოსწავლე ავსებს ვენის დიაგრამას სულიერი და ხორციელი გმირის მახასითებლებით. მოსწავლეთა კარნახით ).
გაიხსენეთ, ვინ შეგხვდათ ასეთი?
(ლუარსაბი, ყვარყვარე, არქიფო სეთური, კვაჭი...)
- როგორც ვხედავთ, ხორციელი გმირები უფრო მრავლად არიან, მინდია - ერთადერთი, უკიდურესად სულიერი გმირია საერო ლიტერატურაში (არ ჭრის ხეს, არ ხოცავს ფრინველსა და ნადირს , მისი წყალობით ქვეყანა მუდამ გამარჯვებულია მტერთან ბრძოლაში).
სწორედ ამიტომ ავირჩიეთ იგი დღევანდელი გაკვეთილის გმირად.
• აქტივობა 5. (15 წთ)
კითხვა-პასუხი:
-მოდით თვალი მივადევნოთ მოვლენათა განვითარებას ტექსტში (გავიხსენოთ):
- რაზე საუბრობენ ,,სასტუმროს მყოფი" ხევსურნი?
- როგორ გესმით: ,,მსმენელთა გრძნობას უდებენ საგმირო ამბებს ხიდადა"
- გავიხსენოთ პარალელი (გრიგოლ ორბელიანი, ილია ჭავჭავაძე)
- მაშ, რისთვის სჭირდებათ ხევსურთ საგმირო ამბების გახსენება? რით გამოირჩევა მინდია გარეშე მყოფთაგან?
- როგორი დამოკიდებულება აქვთ თანასოფლელებს მინდიასადმი?
- რა დაუჯერებელ ამბებს ჰყვებიან მინდიაზე?
- როგორ გადმოვგვცემს პოეტი ტყვეობის სიმძიმეს, რა იყო ყველაზე ძნელი ტყვეობაში?
- როგორ ახსნით პოეტის პოზიციას, მინდიამ სიბრძნე თვითმკვლელობის მცდელობისას რომ შეიძინა?
- როგორ გესმით ავტორის სიტყვები: ,,ახლად სული ჩაედგა..."
- რით განასხვავებს პოეტი მინდიას _ ,,გამეცნიერებულ გლეხს" ქაჯებისაგან?
- დავაკვირდეთ მოვლენათა განვითარებას, რა თვისებები შეიძინა მინდიამ?
აქტივობა 6. (5 წთ)
ასოციაციური რუქა. ( ერთი მოსწავლე ავსებს ცხრილს მოსწავლეთა კარნახით).
-როგორ ახსნით, რატომ აკავშირებს პოეტი მინდიას თამარის ეპოქასთან? (პარალელი ,,ვეფხისტყაოსანთან")
- დავაკვირდეთ მინდიასა და ბუნების ურთიერთობას. როცა აბსოლუტური სმენის პატრონი პირველად გადის ბუნების წიაღში.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ამ ხმებში შინაგანი განგაშის ხმა ისმის? (რომ მათი არსი დაუნახავია, დანიშნულება _ შეუსწავლელი)
- რა დასკვნას გამოიტანთ?
- სად დაინახა მინდიამ უანგარო თვითშეწირვის მაგალითი?
-შეადარეთ ხეების დამოკიდებულება, რისგანაც მინდიას ცხოვრება ძალიან ,,დაცარულია".
-განმარტეთ ლექსიკური ერთეული.
- როგორ ფიქრობთ, რა პრობლემა წამოჭრა? რა გახდა ნიშნეული მინდიას გაფაქიზებული ხედვისათვის?
- რაზე მიგანიშნებთ, რომ მინდია ,,ხმელ წიწკრებსა" და ,,ჯოყრებს" სჯერდება და ,,მაინც ღმერთს ჰმადლობს"?
- რა გახდა კონფლიქტის სათავე?
-ვიდრე საზოგადოების ლოგიკასაც დავაკვირდებით, ვთქვათ რა მიაჩნია მინდიას საჭიროდ სრულყოფილი თანარსებობის მისაღწევად?
- როგორია საზოგადოების ლოგიკა? (სადისკუსიო თემა)
- დააკვირდით მინდიას ეპითეტებს ყანის მკის დროს და ზმნებსაც.
-მაშასადამე, როცა აღმოჩენის სიხარულმა გაიარა, _ რა იგრძნო?
-წამიკითხეთ ტექსტიდან ადგილი, სადაც ბუნების მზაობა მოჩანს ,,კაცთ სარგოდ"...
-როგორ გაჩნდა ეჭვი, რომელიც კონფლიქტის სათავე ხდება?
- ხალხმა თავისი თავლით ნახა მაგალითი, დარწმუნდა მინდიას ღავთაებრივ ცოდნაში. შეიცვალა დამოკიდებულება?
-როგორ ხსნის ვაჟა მტრის სიკვდილს?
- ღვთაებრივი სმენითა და ხედვით მიჰყავდა მინდიას თავისი ხალხი სინათლისაკენ, ამაღლებისაკენ, მტერზე გამარჯვებისაკენ... როგორ გაცხადდა ტექსტში ეს ყველაფერი?
- რაზე მიგვანიშნებს მინდიას საცხოვრისი?
- ხომ არ გაიხსენებთ პარალელს? ("ფსალმუნნი", გამზრდელი",,,განდეგილი")
- ,,სახლიდან ისმის ჯავრობა. ხმა კამათობის, წყრომისა..."
- მინდია ტირის ,,დაკარგულ სულსა და ხორცზე". როგორ გესმით მისი ეს სიტყვები?
-მიგაჩნიათ თუ არა, რომ მინდიას უბედურების მიზეზი მისი ოჯახია?
-გააანალიზეთ მინდიას სიტყვები: ,,ან აქ რა პირით ვიცოცხლო? თავს რით ვიმართლებ ღმერთთანა? ყველასთან შერცხვენილი ვარ,ცოცხლებთანა და მკვდრებთანა."
- შევადაროთ ერთმანეთს მზიასა და მინდიას პოზიცია. თანდათან გამოკვეთა ჩვენი სადისკუსიო თემა: მინდია და სოფელი (ჩალხია, მზია...)
• აქტივობა 7. (5 წთ). ორ მხრივ ჩანაწერთა დღიური
ინსტრუქტაჟი: 5 წუთის განმავლობაში ჩამოყარონ არგუმენტები.
• მოსწავლეთა მიერ მოწოდებული არგუმენტებით დაფაზე ვავსებ ორმხრივ ჩანაწერთა დღიურს (მინდია| სოფელი, ჩალხია, მზია).
აქტივობა 8. (15 წთ) დისკუსია.
არგუმენტებზე დაყრდნობით იმართება დისკუსია.
აქტივობა 9. (5 წთ).
ბიოლოგიის მასწავლებლის ჩართვა.
მოსწავლეები აკეთებენ დასკვნებს:– და მაინც, რას შეიძლება უწყობდეს ხელს მინდიას პოზიცია სამყაროსთან მიმართებაში?
აქტივობა 10. (5 წთ)
პოემის ენობრივ მახასიათებლებზე დაკვირვება.მონიტორზე ვუჩვენებთ მოსწავლეთა მიერ შედგენილ სქემებს ტროპის სახეებზე. ტექსტიდან ამოკრებილ თავისებურ ენობროვ ფორმებს)
მოსწავლეებთან ეთად ვაკეთებ დასკვნებს ვაჟას ენაზე.
• აქტივობა 11. (5 წთ). ხუთ წუთიანი ესე.
• აქტივობა 12. (5 წთ). ნახატების პრეზენტაცია.
• აქტივობა 13. (5 წთ). კლასის პოეტის წარდგენა. (გიორგი ფაციას დებიუტი)
აქტივობა 14. . (8 წთ). შემაჯამებელი კითხვები:
-კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ პოემის უმთავრეს საკითხებს:
- რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პრობლემის მოსაგვარებლად? რატომ? (არგუმენტები) (ანალიზი)
-თუკი გექნებოდათ ყველა შესაძლო რესურსი, რომელ გზას აირჩევდით პრობლემის მოსაგვარებლად? (სინთეზი)
- როგორ შევაფასებდით გმირის საქციელს, (თვითმკვლელობა), მის დამოკიდებულებებს? (შეფასება)
- ჩამოვაყალიბოთ ავტორის მიზანი.
| |||||||||||||||||||||
შეფასება
|
მეთოდოლოგია:
მოცემული რუბრიკების საშუალებით მოსწავლეები აგროვებენ ქულებს. ერთიანის ქვეშ მოთავსებული კრიტერიუმები ფასდება 1 ქულით, @ორიანის – 2-ით, სამიანის – 3-ით. კომპონენტ `ჩართულობის~ რუბრიკაში ქულების მაქსიმალური რაოდენობა არის 9*3=27. რუბრიკის მიხედვით მოსწავლე რომელ კრიტერიუმსაც აკმაყოფილებს, ჯამდება მისი შესაბამისი ქულა. იმისათვის რომ ნიშანი გამოვიყვანო კომპონენტებში, დაგროვილ ქულებს ვყოფთ რუბრიკის მაქსიმალური ქულების რაოდებობაზე და ვამრავლებ 10-ზე (ათბალიან სისტემაში გადასაყვანად).
(მაგალითად, მარიამმა გაკვეთილზე ამ კომპონენტში დააგროვა 23 ქულა, მისი ნიშანი იქნება: 23 : 27 * 10 = 8,52
ეს შეფასება მე მეხმერება ვიყო საკმაოდ ობიექტური და ნიშანი გამოვიყვანო მეასედი სუზუსტით. ამავე დროს საშუალებას მაძლევს დავინახო მოსწავლეებს კონკრეტულად რა საკითხში აქვთ ჩავარდნა და მათთან ერთად სწორად დავგეგმო მათი განვითარების გზა.
ამ რუბრიკის დადებითი მხარე ის არის რომ ის ერთდროულად არის განმავითარებელიც და განმსაზღვრელიც.
|
პროექტი: ტაო-კლარჯეთში, ანუ ,,ოსმალეთის საქართველოში,“ დარჩენილი ქართული ტაძრები ღაღადებენ - 1-ლ ეროვნულ კონფერენციაზე კოლეგებს გავუზიარე
.
პროექტი: სწავლების თანამედროვე ინოვაციური მეთოდები- მე-3 ეროვნულ კონფერენციაზე კოლეგებს გავუზიარე
პროექტ-გაკვეთილი -
„ადამიანური ღირებულებები ვაჟას პოემებში“ - მეოთხე ეროვნულ კონფერენციაზე წარვადგინე
პროექტი-,,ადამიანური ღირსებისა და უფლებების დაფასება" ვაჟა-ფშაველას პოემასა და აჭარის მაღალმთიან სოფელში"- მეექვსე ეროვნულ კონფერენციაზე წარვადგინე