,,ვეფხისტყაოსანი" სენაკი

,,სამშობლოთმცოდნეობა" სენაკში

სენაკის სადროშოს განათლების სამსახურის ხელმძღვანელმა, პედაგოგმა ნანა თავართქილაძემ წმ. ალექსი შუშანიას სახელობის სენაკის მართლმადიდებლური გიმნაზიის ბიბლიოთეკის დარბაზში, საპატრიარქოს ჩოხოსანთა სენაკის სადროშოს ორგანიზებითა და გიმნაზიის დირექციის მხარდაჭერით, სენაკელ პატრიარქის ნათლულებს


,,სამშობლოთმცოდნეობის’’ გაკვეთილი ჩაუტარდა.

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების საგანმანათლებლო პროექტის - ,,სამშობლოთმცოდნეობის’’ პირველ გაკვეთილზე პატრიარქის ნათლულები თავიანთი ძვირფასი ნათლიის - უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაეცნენ და, გაკვეთილის მეორე ეტაპზე, პროექტის ავტორის - ნინო ლარცულიანის მიერ არაჩვეულებრივად შედგენილი გამოცანა-ლექსებით განიმტკიცეს მიღებული ცოდნა. განსაკუთრებით ამაღელვებელი ნათლულების მიერ ნათლიისადმი წერილების მიწერის პროცესი იყო. დიდი სიყვარულითა და ბავშვური უშუალობით დაწერილი ბარათები მალე აიკინძება და ადრესატს გაეგზავნება. პატარებისა და მათი მშობლებისთვის ეს დაუვიწყარი დღე 
მართლმადიდებლური გიმნაზიის ფოლკლორული გუნდის მიერ შესრულებულმა საგალობლებმა გაალამაზა. მოსწავლეებმა უწმინდესის მიერ დაწერილი საგალობელიც შეასრულეს.
სასიხარულოა, რომ საპატრიარქოს ჩოხოსანთა სენაკის სადროშოს ჩამოყალიბების პროცესს ასეთი მადლიანი პროექტი დაესაფუძვლა. ჩვენი გზა უფლისა და სამშობლოსათვის თავდადების გზაა. გვიგულეთ მამულისა და დედაეკლესიის სამსახურში!

ლევან გოთუას ისტორიული რომანის
,,გმირთა ვარამის" კონკურსი

საპატრიარქოს ჩოხოსნები ქ-ნ ლალი ნაზღაიძის ავტორობით, უკვე ექვსი წელია ატარებენ ლევან გოთუას ისტორიული რომანის ,,გმირთა ვარამის" კონკურსს.
⚜️ წელს პირველად სენაკის ჩოხოსანთა სადროშოს საგანმანათლებლო სამსახურის უფროსის ქ-ნ ნანა თავართქილაძის ხელმძღვანელობით, პროექტში მონაწილეობა მიიღო სენაკის მუნიციპალიტეტის გუნდმა - წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების: მამუკა ლაშქარავას, ლევან ჭანტურიას, მარიამ სახოკიას, ნინი ქათამაძისა და ჟიული შარტავას სახელობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ზურა ხარგელიას შემადგენლობით.
🏆🥉 ჩვენი მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა საქართველოს მასშტაბით მე-3 საპრიზო ადგილი დაიკავა.
♻️10 თებერვალს, მწერლის დაბადების დღეს, სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, საფლავთან, გამარჯვებული გუნდი სიგელითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა.
🔰ვულოცავთ მოსწავლეებს, ხელმძღვანელს - ქალბატონ ნანა თავართქილაძეს, სკოლა-გიმნაზიასა და N2 საჯარო სკოლას მოპოვებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.