,,ვეფხისტყაოსანი" სენაკი

ურთიერთობა მშობლებთან

 კითხვარი V-VI კლასების მოსწავლეთა  მშობლებისათვის


გამოკითხვაში ორივე კლასიდან მონაწილეობდა 22 მშობელი 

(ვასწავლი განაყოფებს,V კლასში 13 მოსწავლეა, VI-ში - 14)















P.S. კითხვარი ჩატარდა ანონიმურად;

მე-6 კითხვის მაგივრად მშობლებს მივწერე: სიამოვნებით გავითვალისწინებ თქვენს რჩევებს ჩემს მუშაობაში.


გაგაცნობთ რამდენიმე რჩევას:

  • ჩემი აზრით, სასურველია მეტი დრო დაუთმოთ გრამატიკული კატეგორიების სწავლებას;
  • ჩემს შვილს ძალიან მოეწონა თქვენ მიერ ღია ცის ქვეშ ჩატარებული გაკვეთილი. ვისურვებდი, უფრო მეტად ჩაატაროთ მსგავსი აქტივობები;
  • განსაკუთრებით მომეწონა კომპლექსური დავალების (რომელიც ბუნების დაცვასა და გაფრთხილებაზე იყო) შემდეგ გასვლა სკოლის მიმდებარე პარკში და ტერიტორიის დალაგება მოსწავლეთა მიერ;
  • ჩემს შვილს ცოტა უჭირს აზრის თამამად, დამოუკიდებლად გამოხატვა, მგონი, ერთგვარი კომპლექსი აქვს, თუ გაითვალისწინებთ, მადლობელი დაგრჩებით. იქნებ, ხშირად გამოკითხოთ.
  • ჩემს შვილს მხატვრული ლიტერატურის კითხვა უფრო მეტად რომ შეუყვარდეს, ვფიქრობ, თქვენი დახმარება მჭირდება.
უკუკავშირი:

კითხვარის შევსების, შედეგების გაცნობიერების შემდეგ პირადად შევხვდი მშობლებს, ვისაუბრეთ ზემოაღნიშნულ პრობლემებზე. მესიამოვნა, რომ მათ სწორად ჰქონდათ აღქმული კომპლექსური დავალების უპირატესობანი. მშობლებთან უშუალო ურთიერთობამ ახალი გამოწვევები დამანახა, რომლებსაც აუცილებლად გავითვალისწინებ ჩემს შემდგომ მუშაობაში.